ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარსელონა:”არტური? პიანიჩის ნაცვლად, სხვა მოთამაშე”

ბარსას და იუვენტუსს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე, ჩვენს გვერდზე უკვე წაიკითხავდით..

ტურინელები ესპანელთა შუახაზელი არტუროთი დაინტერესდნენ და მის გამო მირალემ პიანიჩის დათმობაზეც არ იტყოდნენ უარს.

თუმცა, კატალონიელებს უფრო დიდი მადა აქვთ და მას მხოლოდ ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ თუ შეელევიან.

ბარსას ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ მთელი რიგი პრობლემების გამო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

სხვადასხვა გამომცემლობის ცნობით, თავად დე ლიხტი სიამოვნებით მიიღებს მათგან შეთავაზებას, რადგან ბარსაში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა.

თავის მხრივ, ძნელად წარმოსადგენია იუვენტუსმა ეს ვარიანტი ოდნავ მაინც დაუშვას, რადგან ჰოლანდიელში ძალზედ დიდი ინვესტიცია განხორციელდა და იგი კიელინი-ბონუჩის ერთ-ერთ უმთავრეს მემკვიდრედ სახელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.