ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ილარია დ’ამიკო:”ჯიჯი სამი დღე ოთახში იყო გამოკეტილი”

ჯანლუიჯი ბუფონის ამჟამინდელი ცხოვრების მეგზური ილარია დ’ამიკო ერთ-ერთ ტელეარხთან საუბარში საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეებს იხსენებს:

“თქვენ ყველამ კარგად იცით, როგორ უყვარს ჯიჯის პარტნიორებთან ჩახუტება..

როდესაც დანიელე რუგანის ინციდენტზე გახდა ცნობილი, ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვიყავით და სანამ ტესტებზე პასუხი გვეცოდინებოდა, იგი იზოლირებული იყო..

მარტო იმყოფებოდა სამი დღის მანძილზე ოთახში და საკვებს კარებთან ვუტოვებდი..

საბედნიეროდ ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და მას შემდეგ თვითიზოლაციაში უკვე ყველანი ერთად ვიყავით.

ჯანლუიჯი იმ წამიდან მოყოლებული შინიდან არ გასულა.. პროდუქტებზე თავად გავდიოდი, ხოლო ის ამ დროს ბაღში ფეხბურთის მინი ტურნირებს აწყობდა..

ფრენბურთსაც კი ვთამაშობდით და ამისთვის სპეციალური ბადე შევუკვეთეთ.. 

საფეხბურთო კარიერა? ალბათ თავად რომ პენსიაზე გავალ, ბუფონი ისევ აქტიურ კარიერაში იქნება..

ჩვენ მოგვიანებით ყველაფერზე ვისაუბრებთ.. 

როგორც ჟურნალისტი მინდა გითხრათ, ყველაფრის გაგება რეპორტიორებისგან მსურს და არა პირადი საუბრის შემდეგ.. შემადგენლობაც კი არ მინდა რომ წინასწარ ვიცოდე..

ჩვენს 4 წლის შვილს ლეოპოლდს მეკარეობა უნდა.. იგი გიჟდება ამ პოზიციაზე..

ერთხელ, კონკრეტული შეხვედრისას ბავშვების დიალოგს ვუსმენდი და ისინი ამბობდნენ – მოდით ამას იუვენტუსის მხრიდან შევხედოთ..

ასეთ ადრეულ ასაკშიც კი მშვენივრად აცნობიერებენ მიმდინარე პროცესებს.. იუვემ საოცარი იდენტობა შექმნა და მისი თითოეული ქომაგი ემოციურად განიცდის ყველაფერს.

გუნდმა მათ საკუთარი ისტორია გაუზიარა და ერთიანობა შექმნა.. რის გამოც ყველანი მზად არიან მსხვერპლისთვის.

თუმცა, პირადად მე ძალიან არ მინდა რომელიმა მათგანი საფეხბურთო კარიერას რომ გაყვეს.. ეს ძალზედ რთულია.. ვუყურებ ხოლმე ჯიჯის და ნერვიულობისგან ვკვდები, ხოლო მატჩი თითქოს უსასრულოდ იწელება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x