ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”იუვე იტალიელებისთვის იბრძვის”

ფაბიო პარატიჩი

Gazzetta იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეებზე ფოკუსირდება და შემდეგი სათაურით იწყებს სტატიას:”იუვე იტალიელებისთვის იბრძვის”..

გავლენიანი მილანური გამომცემლობის ცნობით, ტურინელების სატრანსფერო ჰორიზონტზე უამრავი ახალგაზრდა აპენინელი ფეხბურთელია მოქცეული..

ფედერიკო კიეზაზე და სანდრო ტონალიზე ყველამ ყველაფერი ვიცით.. ორივე მათგანზე ბიანკონერი მწვავე კონკურენციის პირობებში, იმედს არ კარგავს რომ მოახერხებს მიზნის მიღწევას.

თუმცა, მათ გარდა ფაბიო პარატიჩის ასევე ძალიან სურს გაეტანო კასტროვილის დამატება, რომელიც იების რიგებში ირჯება..

ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში სამჯერ შეძლო თავის გამოჩენა და ორჯერ თანაგუნდელებს შედეგიანი გადაცემითაც დაეხმარა.

მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20-25 მილიონს შეადგენს, თუმცა როკო კომისო მაინც ეცდება უფრო მეტი თანხის გამომუშავებას. 

კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც დაკვირვების არეალში იმყოფება მანუელ ლოკატელია..

საგულისხმოა, რომ 22 წლის ფეხბურთელი ასევე ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და სასუოლოში, მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მისი ღირებულება 15-20 მილიონს შეადგენს, მაგრამ როგორც ირკვევა მოლაპარაკებები დაწყებულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იუვე მანუელს ხელში ჩაიგდებს, რის შემდეგაც ერთ სეზონს კვლავ სასუოლოს დაუტოვებს, ხოლო შემდეგ ტურინში წაიყვანს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x