ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttosport:”ხუთი იუვენტინო პოგბასთვის “

პოლ პოგბა

Tuttosport -ი კვლავინდებურად პოლ პოგბას გარშემო ტრიალებს.

მსოფლიოში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია პირველ ეტაპზე გუნდებმა ისევ ისეთი ასტრონომიული თანხები ხარჯონ სატრანსფერო ბაზარზე.

აი ურთიერთ სასარგებლო გაცვლები, კი როგორც ჩანს ჩვეული საქმე გახდება და გარკვეულწილად მხარეები შეძლებენ თავისთვის საჭირო ტრანსფერების განხორციელებას. 

ინგლისიდან გავრცელებული ხმების თანახმად, მანჩესტერ იუნაიტედი აღარ აპირებს პოგბასთან სხვადასხვა თემაზე დავის გაგრძელებას და თანახმაა მის გასხვისებაზე..

თუმცა, 120 მილიონის ასე პირდაპირ გადახდა რამდენად რეალურია? კი საქმეში ფიგურირებს რეალი და პსჟ მაგრამ არც მათი რესურსია ბოლომდე უსასრულო..

იუვენტუსს კი თავის მხრივ მთელი რიგი მოთამაშეები ყავს, რომელიც შესაძლოა იუნაიტედისთვის საინტერესო აღმოჩნდეს..

ადრიენ რაბიო, აარონ რემზი, ალექს სანდრო, დუგლას კოშტა და მირალემ პიანიჩი..

თითოეული მათგანი თავის დროზე ინგლისელთა ინტერესის სფეროში მოქცეული იყო.. ამიტომ ბიანკონერი მზად არის სხვადასხვა ვარიანტის განსახილველად..

სანდრო 50 მილიონამდე ფასობს.. პიანიჩი 50-60.. ასე რომ თუ იტალიელები საქმეს ზედმიწევნით კარგად მოეკიდებიან, შესაძლოა პოგბა ჩამოთვლილთაგან ორის სანაცვლოდ ხელში ჩაიგდონ.. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x