ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შესნი:”ერთმა ღერმა სიგარეტმა ყველაფერი გადაწყვიტა”

ვოიცეხ შესნიმ საინტერესო ისტორია მოყვა, თუ რის გამო დატოვა ლონდონის არსენალი:

“იმ პერიოდში აქტიური მწეველი ვიყავი, რაც მთვარი მწვრთნელისთვის კარგად იყო ნაცნობი..

თუმცა, ბუნებრივია გასახდელში და ბაზაზე ამის გაკეთება დაშვებული არ ყოფილა..

ერთ-ერთი თამაშისას ემოციებს ავყევი და საშხაპეში ყველასგან მოშორებით მარტომ ერთი ღერი მოვწიე..

სამწუხაროდ, ვიღაცამ ეს დაინახა და საგულისხმოა, რომ არა მთავარმა მწვრთნელმა.. მას უბრალოდ ინფორმაცია მიაწოდეს..

რამდენიმე დღის შემდეგ იგი ჩემთან მოვიდა და მკითხა იყო თუ არა ეს სიმართლე.. არ დამიმალავს, რის გამოც ფულადი სანქცია დამაკისრა..

მოგვიანებით დაამატა, რომ გარკვეული ხანი შემადგენლობის დატოვებაც კი მომიწევდა.. ამასაც შევეგუე და იმედი მქონდა, რომ რთული პერიოდი მალევე გადაივლიდა..

თუმცა, იმ პერიოდში კარს ოსპინა შესანიშნავად იცავდა და ჩემი უთამაშებლობაც გაგრძელდა..

მსურდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ გუნდის საუკეთესო კარის დარაჯი ისევ მე ვიყავი.. ერთ-ერთი ხერხი არენდით სხვა გუნდში წასვლა და სტაბილური ასპარეზობაა..

ახლა უკვე იუვეში ვარ, სადაც კონტრაქტის მიხედვით 2024 წლამდე ვრჩები.. მინდა გუნდთთან ერთად რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x