ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდ დე ბური:”მის წინააღმდეგ თამაში ტანჯვა იქნება”

აიაქსის ექს ფეხბურთელი რონალდ დე ბური მატეის დე ლიხტზე საუბრობს:

“მისი ასაკის ფეხბურთელი, როდესაც სათამაშოდ ტოპ კლუბში და თან ასეთი თანხის ფონზე გადადის, უდაოა რომ ადაპტაციისთვის დრო დაჭირდება.

შესაძლოა რომ არა ჯორჯო კიელინის ტრავმა, მას ასეთი უხეში შეცდომები არ დაეშვა..

მაგრამ სიტუაციამ მისი საქმეში მომენტალურად ჩართვა გამოიწვია და სამწუხაროდ, მას რთული პერიოდის გავლა მოუწია. 

თუმცა, მატეის ძლიერი ხასიათი აქვს და ამ ცუდი მატჩებიდან საჭირო გამოცდილება დააგროვა..

და ხედავდით მას ბოლო შეხვედრებში? ეს იყო რადიკალური განსხვავება.. მან საჭირო სტაბილურობა და ძლიერი ხასიათი გამოავლინა.. 

დარწმუნებული ვარ სულ მალე იგი კიდევ უფრო მეტად მოუმატებს, რის შემდეგაც დე ლიხტის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერისთვის დიდი ტანჯვა გახდება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x