ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კანავარო:”ეს 2 სკუდეტო მოედანზე მოვიგეთ”

ფაბიო კანავარო

ფაბიო კანავაროს თქმით კალჩოპოლის დროს იუვენტუსისთვის წართმეული სკუდეტოები, მან და მისმა თანაგუნდელებმა მოედანზე მოიგეს!

“ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ორი დიდებული სეზონის შემდეგ, მოხდა ეს უაღრესად მტკივნეული რამ.

განვიცდი, რომ ეს ორი ტიტული სათანადო დონეზე ვერ აღვნიშნე, არადა მისთვის ბევრი ოფლისღვრა გავიღეთ! არცერთი წამით უკან არ დაგვიხევია და ეს მართლაც დიდებული გუნდის მიერ მოპოვებული გამარჯვება გახდა.

აურზაურის შედეგად რეალმა არ დააყოვნა და მსუყე წინადადებით მიმართა იუვენტუსს.. მე არაფრის დიდებით არ მსურდა წასვლა, მაგრამ იუვენტუსს სხვა გზა არ ქონდა, გუნდი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა.

ისინი ვინც დარჩნენ, რაღაც განსაკუთრებული გაიღეს რომ იუვენტუსი იქ დაებრუნებინათ, სადაც კლუბი ყოფნას იმსახურებდა.

საკმარისია იუვეში გადახვიდე და მომენტალურად მიხვდები განსხვავებას, ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას შორის.

იტალიაში შენ იუვენტუსის ქომაგი ხარ ან ისინი გეზიზღებიან.. ყველაფერს ბოლომდე მაშინ მიხვდებით, როდესაც შავ-თეთრ ისტორიაში ფეხს შედგამ.. ამის შემდგომ აცნობირებ მათ მნიშვნელობას და მასშტაბურობას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x