არტურ მელო საკუთარ მომავალზე კომენტარს აკეთებს
არტურ მელოსთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გამოქვეყნდა.. უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ბრაზილიელი შუახაზელი იუვეს მჭიდროდ დაუკავშირეს, თუმცა სიტუაცია განსხვავებულია..
ყოველშემთხვევაში თავად ფეხბურთელმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
“პირველ რიგში დიდი კლუბის ინტერესი ყოველთვის სასიამოვნოა.. გამოდის, რომ საქმეს მართლაც კარგად ვუძღვები.
მაგრამ ბარსელონას მაისური ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და აქედან გამომდინარე, ამ კლუბის დატოვების არანაირი სურვილი არ გამაჩნია.
ჩემი მთავარი მიზანია ბარსას რიგებში არაერთი სეზონი გავატარო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”