ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარიო ბალოტელი:”შევცდი იუვეს უარი, რომ ვუთხარი”

მარიო ბალოტელის თქმით, იგი ძალიან ახლოს იყო იუვენტუსში გადასვლასთან:

“ამ თემაზე ბევრს ვფიქრობ.. მანჩესტერ სიტის დატოვების შემდეგ, ჩემით იუვე დაინტერესდა და მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა..

დიახ, სწორედაც რომ პრაქტიკული.. მაგრამ მაშინ ხაზზე ადრიანო გალიანი გამოვიდა და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ მილანის ქომაგი ვარ გადაწყვეტილება გულის კარნახით იქნა მიღებული.

როსონერი მაშინ მეშვიდე, თუ მერვე ადგილზე იყვნენ.. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და როგორც უკვე ვთქვი ტურინელებს უნდა დავთანხმებულიყავი.

ინტერი? ჟოზე მოურინიოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა.. თუმცა, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ ორი მატჩით სკამზე დამსვა.. იყო ჩავარდნები, მაგრამ რას ვიზამთ..

ევრო 2012-ზე გერმანიასთან შეხვედრა ძალზედ ემოციური იყო.. მატჩის შემდეგ დედას ჩავეხუტე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ტიროდა.. ვკითხე ტირილის გაგრძელება სურდა, თუ ჩემთვის რაიმეს თქმა..

ესპანელებთან შეხვედრა დღემდე ცუდად მახსოვს.. ფაქტია, ამ შეხვედრისთვის 100%-ით მზად არ ვიყავით.. მათთან მატჩს სიამოვნებით გავმართავდი თავიდან.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x