ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატეის დე ლიხტი:”მცველობა არ მინდოდა”

მატეის დე ლიხტის თქმით, იგი განაგრძობს პარტნიორებისგან სწავლას:

“გამიმართლა, რომ ნაკრებშიც და გუნდშიც განსაკუთრებული პროფესიონალების გვერდით მიწევს ასპარეზობა.

ვირჯილ ვან დეიკი საოცარი თვისებებით დაჯილდოებულია, ხოლო ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი უსაზღვროდ გამოცდილები, რომლებისგანაც ბევრს ვსწავლობ.

რთულია გრანდში გადასვლა და მაღალ დონეზე თამაში, თუ ფსიქოლოგიური მდგრადობა არ გაქვს.. ასეთ შემთხვევაში ჯობია, საკუთარ თავში დროზე გაერკვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს ვერ აცდები.

კარიერის გარკვეულ ეტაპზე ნახევრადაცვაში შედეგიანად ვმოქმედებდი.. გოლებსაც ვიტანდი და საგოლე გადაცემებსაც ვარიგებდი.

შემდეგ მითხრეს, რომ კარიერისთვის იქნებოდა უკეთესო თუ ერთი პოზიციით უკან დავიხევდი..

თავიდან არ მომეწონა ეს იდეა, მაგრამ როცა მცველად თამაში დავიწყე, გამომადგა შუახაზის გამოცდილება..

ახლა კი თამამად ვთვლი, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x