ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალესანდრო დელ პიერო:”ჯიჯი, გთხოვ მოიგერიე ეს დარტყმა”

გუშინ, ალექს დელ პიერომ ინსტაგრამზე საუბრისას დავიდ ტრეზეგეზე, ზინედინ ზიდანზე და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ისაუბრა:

“დავიდთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.. მოსვლის წამიდან გავუგეთ ერთმანეთს და მოედანზე საოცრებებს ჩავდიოდით..

მართალია რადიკალურად განსხვავებული მახასიათებლები გვქონდა, მაგრამ ეფექტური ასპარეზობისთვის ამას ხელი ოდნავადაც არ შეუშლია.

ზინედინს თავდაპირველად მცირე პრობლემები ქონდა, მაგრამ ადაპტაცია მალევე გადალახა და ყველას გვაჩვენა რაოდენ მასშტაბური იყო.

იუვენტუსში ფრანგი განსაკუთრებულ სიმაღლეზე ავიდა.. მესმის, რომ მანამდეც ფასდებოდა მაგრამ ტურინში ბევრ ასპეტში მოუმატა, რამაც საბოლოო წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

11-იანების სერია ყველაზე დიდ ვნებათაღელვასთან ასოცირდება.. უყურებ და ნატრობ, რომ მეტოქემ საკუთარი შანსი ვერ გამოიყენოს..

მიდი ჯიჯი, შენ შეძლება ამ დარტყმის მოგერიებას.. აი ასეთ განცდებში ხარ.

ლოცულობ, რომ შენს წინ ვინც ასრულებს, მიზანს ვერ მიაღწევს.. ასე ხომ პასუხისმგებლობა ოდნავ მაინც გეხსნება..

მიემართები ნიშნულისკენ და ამ დროს თავში უამრავი აზრი გიტრიალებს.. გულისცემა მომენტალურად მატულობს და გგონია, რომ ის სტადიონზე აბსოლუტურად ყველას ესმის..

დაარტყი, მაგრამ ხედავ თუ არა რამდენი ადამიანის მზრეაა შენსკენ მოქცეული? რა მოხდება თუ კი შენ მომენტს გააფუჭებ?

ბურთის ხელში აღებისთანავე ვთქვი:”ამ წამს, მთელი ცხოვრება ველოდი”

გამორბენისას როგორც იქნა ჩამოვყალიბდი, რომელ კუთხეში უნდა გადამეგზავნა ბურთი.. ამ საღამოს 11-იანებს იდეალურად ვასრულებდით.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x