ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჯელო ალესიო:”კონტეს იუვესთან ბევრი პრობლემა ქონდა”

ანჯელო ალესიო იუვენტუსში ანტონიო კონტესთან ერთად, სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა..

მისი თქმით, თავად კონტეს და ბიანკონერის ხელმძღვანელობას შორის უამრავი სადაო საკითხი არსებობდა:

“კონტეს მთავარი ღირსება ის იყო, რომ ამ დავებში შტაბი მონაწილეობას არ ღებულობდა.. ჩვენთვის ეს ინფორმაციები ცნობილი არ იყო..

თუმცა, ცალსახად ნათელია მათ შორის უამრავი პრობლემა არსებობდა.. წასვლის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.. არავისთვის არაფერი უკითხავს, უბრალოდ ადგა და წავიდა. 

სულ იმას ამბობდა, რომ პროფესიონალია და მისთვის არ არსებობდა გუნდი, სადაც კონკრეტულ ეტაპზე სამუშოად არ მივიდოდა..

ლეჩეს და ბარის წვრთნიდა სხვადასხვა დროს.. თავადვე მოგეხსენებათ, რამდენად გადამტერებულები არიან ისინი..

ამიტომ ინტერში წასვლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მიუხედავად ფანების მხრიდან წამოსული აგრესიისა..

ჩელსიში ყოფნის შემდეგ, გადავწყვიტე რომ მე ჩემი გზით უნდა წავსულიყავი.. შოტლანდიაში თითქოს ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი.. მეხუთე ადგილზე ვიყავით, მაგრამ მაინც გამანთავისუფლეს..

ახლა მძიმე დროა, მაგრამ თუ იტალიაში ან საზღვარგარეთ, რომელიმე კლუბისგან შეთავაზება მივიღე, მაშინ ამ შესაძლებლობას სიამოვნებით გამოვიყენებ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x