იუვე პოგბას ფულით შეძენას არ გეგმავს

პოლ პოგბა
სხვადასხვა მედია საშუალებების ცნობით, იუვენტუსი არ აპირებს მანჩესტერ იუნაიტედისთვის პოლ პოგბას სანაცვლოდ პირდაპირი ინვესტიციის განხორციელებას.
ინგლისელებს დაახლოებით 100 მილიონის მიღება მაინც სურთ, ნახევარმცველის სანაცვლოდ რომლის კონტრაქტი მომავალ სეზონში იწურება.
იუვე კი ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ ბარტერს განიხილავს, რომელშიც მონაწილეობას მირალემ პიანიჩი და დუგლას კოშტა მიიღებენ.
ჯერჯერობით ინგლისელთა პასუხი უცნობია და ნებისმიერ შემთხვევაში ისინი, სხვა კლუბების შეთავაზებას დაელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ მოთამაშის დამატება ასევე სურს რეალს და პსჟ-ს.