ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო პარატიჩი:”კრეატიული სატრანსფერო ფანჯარა გველოდება”

ფაბიო პარატიჩი

ფაბიო პარატიჩიმ იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე და მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, რომელიც ზეგავლენას ამ სფეროზე უდაოდ მოახდენს:

“თავადვე ხედავთ, რომ სიტუაცია მომენტალურად იცვლება, რაც ადაპტაციას საჭიროებს..

მიმაჩნია, რომ მოახლოებული სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ კრეატიული იქნება.. მასთან მიჩვევა ელვის სისწრაფით მოგვიწევს.

ჯერჯერობით სიტუაცია გაურკვეველი რჩევა.. ვამბობთ რომ საწვრთნელ პროცეს დავუბრუნდებით.. თამაშსაც მალევე დავიწყებთ..

გადის დრო და ეს ყველაფერი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სისულელედ მიგვაჩნია.. რთულია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გვმართებს.

არის თუ არა შანსი, რომ 2020/21 სეზონი ზუსტად იდენტური შემადგენლობით წარიმართება? სიმართლე გითხრათ ამის შანსი საკმაოდ მაღალია..

ყველა ეცდება სარგებლის მიღებას ისე, რომ თავად დიდად არ შესუსტდეს.. წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი ბევრი იქნება ვინც მსგავს წინადადებას დათანხმდება? ასე რომ ზემოთხსენებული საკმაოდ რეალისტურად მიმაჩნია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
4 years ago

შესანიშნავი მომენტია, კლუბმა ნდობა გამოუცხადოს აკადემიის ახალგაზრდებს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x