ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე “ტევესის” სტილის გარიგების გამეორებას ეცდება

სამხრეთ ამერიკული გამომცემლობის ცნობით, არაა გამორიცხული იუვენტუსმა კარლოს ტევესის მსგავსი გარიგება, ამჯერად არგენტინის მეორე გრანდთთან გააფორმოს.

რივერ პლეიტი გონსალო იგუაინის დაბრუნებაზე ოცნებობს და შესაძლოა, მთელი რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, ბიანკონერიმ პიპიტას წასვლის საშუალება მართლაც მიცეს.

თუმცა, იტალიელებს საკუთარი ინტერესი აქვთ, რომელიც რივერის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხებათ.

ყველას კარგად გახსოვთ, რის სანაცვლოდ შეძლო იტალიურმა გრანდმა როდრიგო ბენტანკურის ხელში ჩაგდება..

ანალოგიური სცენარის განვითარებაზე კი ფაბიო პარატიჩი უარს არ იტყვის..

ფეხბურთელები, რომლებიც იუვეს გეგმებში მოხვდნენ საკმაოდ კარგი პრესით სარგებლობენ..

ესენი არიან: ხულიან ალვარესი (ფორვარდი), კრისტიან ფერეირო (ნახევარმცველი), მარტინ კვარტა (მცველი) და გონსალ მონტიელი (მცველი).

იგუმ რივერი 2007 წელს 12 მილიონ ევროდ დატოვა.. მაშინ მან კარიერის გაგრძელება ესპანეთში და კერძოდ რეალის რიგებში გადაწყვიტა.

2013 წელს ნაპოლის რიგებში გადადის, სადაც 213 შეხვედრაში 122 ბურთს იტანს.. ერთ კონკრეტულ სეზონში კი 36 ბურთით ჩემპიონატის რეკორდსმენი და ბომბარდირი ხდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x