ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს უბრუნდებიან

პირველი ნაბიჯი დაბრუნებისკენ..

იუვენტუსი საწვრთნელ პროცეს ხვალ განაახლებს, დღეს კი ფეხბურთელები უკვე ესტუმრნენ Jmedical -ს სადაც პროტოკოლის მიხედვით, სხვადასხვა პროცედურა გაიარეს.

ეს პირველი ფეხბურთელები კი იყვნენ ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი, ადრიენ რაბიო, კარლო პინსოლიო, აარონ რემზი და ხუან კუადრადო.

დღის მეორე ნახევარში მადეირადან ტურინი კრიშტიანო რონალდუც ჩაფრინდება. 

ტესტების შემდეგ, უფრო დეტალურად გახდება ცნობილი, თუ როგორი ტიპის საწვრთნელი პროცესით შეუდგებიან ფეხბურთელები მუშაობას.

აქვე, ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, სასუოლომ უკვე გამართა იძულებითი შესვენების შემდეგ, თავისი პირველი ვარჯიში. 

ჟურნალისტის ცნობით, პროცესი სამ მოედანზე წარიმართა და ჯგუფები 6 ფეხბურთელისგან იყვნენ შემდგარნი, რომლებიც 20 მეტრიანი დაშორებით იმყოფებოდნენ ერთმანეთისგან.

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, თითოეული მათგანი შხაპისთვის პირდაპირ შინისკენ გაემართა, რადგან დარბაზები და საშხაპეები ამ ეტაპზე დახურული რჩება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x