მედჰი ბენატია:”რეალთან მატჩი?”
მედჰი ბენატია როგორც ჩანს ძალზედ მტკივნეულად განიცდის იუვედან წასვლას და ამ თემაზე ყოველ ხელსაყრელ მომენტში ღიად საუბრობს:
“ნაპოლისთან შეხვედრის დროს, ძალიან მატჩი ჩავატარე.. გუნდს დიდი დახმარება გავუწიე და ჩემი მოქმედებების შედეგად იყო დიდი ხნის მანძილზე 0-0..
კუთხურის დროს ჩემთან მთავარი მსაჯი მოვიდა და მითხრა, რომ ყურადღებით მაკვირდებოდა.. იგი დააკვირდებოდა კულიბალისთან კონტაქტს..
ამიტომაც იყო რომ მას ვერ შევეხე, რადგან 11-იანის დანიშვნის შემეშინდა..
შემდეგ წინ რაულ ალბიოლმა ჩაირბინა და ერთი სიტყვით პოზიცია დავკარგე, რის გამოც დავმარცხდით..
ამის მერე სამი დღის მანძილზე არ მიძინია.. ეს ძალიან მტკივნეული იყო.. წავაგეთ.. და თან ჩემი შეცდომის გამო!
რამდენიმე დღეში ინტერთან გვქონდა დაპირისპირება, რომელიც საბედნიეროდ 3-2 მოვიგეთ..
თუმცა, ნაპოლის შემდეგ ვიგრძენი რომ მაქს ალეგრი აღარ მენდობოდა.. იგი არ აპირებდა ინტერთან ჩემს დაყენებას.. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ გოლის გამო დამსაჯა..
არადა მანამდე ხომ კარგად ვთამაშობდი.. გუნდისთვის ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი.. არაერთხელ ტრავმით მითამაშია და თან ისე, რომ ვარჯიშების გაცდენაც მიწევდა.. მაგრამ გუნდს ეს ჭირდებოდა და უკან არასდროს არ დამიხევია.
რეალი? ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს კარიერაში.. თავდაპირველად ტურინში 3-0 დავმარცხდით.. მერე მე და პიანიჩი რომას ქამ-ბექს ვუყურებდით..
გუნდი დაიმუხტა და ირწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია..
ვერც კი აგიღწერთ ჯანლუიჯი ბუფონი როგორი მოტივირებული იყო.. იტალიელმა ყოველი ჩვენთაგანი დამუხტა და ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ!
თავად ეპიზოდი.. ალექს სანდროზე მაღლა კრიშტიანო რონალდუ ახტა.. კიელინი ამ დროს შუახაზში იყო, ვაკესთან კი მე გავჩნდი, რომელიც არ მელოდა და დამინახა თუ არა დაეცა..
მას არ შევხებივარ.. შესაძლოა ახტომისას უნებლიედ მცირედით სხეულის ნაწილით, მაგრამ ეს არ იყო წესების დარღვევა..
მადრიდში ასეთი რამეები ადრეც მომხდარა.. ასეთ უცნაურ ეპიზოდებს შეჩვეულები ვართ.”