ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მირალემ პიანიჩი:”ჩვენ ყველაზე მეტს ვშრომობთ გამარჯვებისთვის”

მირალემ პიანიჩის თქმით, მას ტურინში გადასვლა უფრო ადრეც შეეძლო:

“სანამ გადმოვიდოდი, ორი წლით ადრეც მქონდა შეთავაზება და საქმე ახლოს იყო დახურვასთან..

უბრალოდ, მაშინ ბიანკონერის რიგებში ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო, პოლ პოგბა და არტურო ვიდალი ბრწყინავდნენ..

აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია რომ იქ გადასვლა სწორი და პროდუქტიული ნაბიჯი იქნებოდა..

მაშინ რუდი გარსიასთან ერთად რომაში დარჩენა ვამჯობინე, სადაც კარგი გუნდი გვაყვდა, მაგრამ არა ისეთი გრანდიოზული როგორიც იუვეს..

მაშინ მივხვდი, რომ დრო იყო ამ გუნდის მაისური ერთ მშვენიერ დღეს მომერგო..

ეს დღეც დადგა და როდესაც გასახდელში შევაბიჯე ყველაფერი ნათელი გახდა.. შენ ეხები უდიდეს ისტორიას.. უყურებ გენიალურ ფიგურებს.. გესმის ისტორიები ნამდვილ ლეგენდებზე..

აქ ყველაფერი გამარჯვებისთვის ცხოვრობს.. მეტს არაფერს არა აქვს მნიშვნელობა.. მხოლოდ გამარჯვება!

ამ ყოველივეს კი აღწევ უდიდესი შრომის ფასად.. დიახ, იუვე ყველაზე მეტს შრომობს ამ წარმატებისთვის..

ევროპაში დღეისათვის 5-6 გუნდია ჩვენი ჩათვლით, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვიან.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x