ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უკანასკნელი 24 საათის სატრანსფერო სიახლეები

გასული 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა სატრანსფერო სიახლეები გავრცელდა იუვენტუსთან მიმართებაში..

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ Gazzetta -ს მტკიცებით პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვეტილი საკითხია.

ფაბიო პარატიჩიმ თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა არგენტინელთან და ზაფხულში, მხარეები ამ ინფორმაციას ოფიციალურად დაადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ პაულოს იუვესთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდე ქონდა გაფორმებული.

ახლა რაც შეეხება სხვა სიახლეებს.. 

კევინ დე ბრიუენთან დაკავშირებით ბოლო ხანებში რამდენიმე სიახლე გავრცელდა..

ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ბელგიურ გამომცემლობასთან საუბრის დროს, კევინმა ინგლისის დატოვების სურვილი დააფიქსირა..

მისი თქმით, მას ძალების სხვა ლიგაში მოსინჯვა წყურია..

მომენტალურად გაჩნდა სიახლე, თითქოს იუვე ხაზზე გავიდა რაც ჯერჯერობით არცერთი წონადი წყაროს მხრიდან არ არის დადასტურებული..

ფაბრიციო რომანოს თქმით კი მისი ხელში ჩაგდება ამ ეტაპზე ფანტასტიკის სფეროდანაა, რადგან სიტი პირველ რიგში დიდ თანხას მოითხოვს, რაც დღევანდელ ვითარებაში რთულად დასაკმაყოფილი იქნება, ხოლო შემდგომ საქმეში უკვე ფიგურირებს პსჟ..

ფრანგები კი არ აპირებენ უკან დახევას და მაქსიმუმს გაიღებენ ნახევარმცველისთვის, რომელსაც ტურინს ჯერ კიდევ მაშინ უკავშირებდნენ, როდესაც შუახაზელი ბუნდესლიგაში ირჯებოდა.

პსჟ და იუვე მხოლოდ დე ბრიუენზე არ ფისქირდებიან ერთმანეთის სიახლოვეს.. მათი ბრძოლა შესაძლოა ორ იტალიელზე შედგეს..

საუბარი სანდრო ტონალის ეხება, რომლის გარშემო ახლა ტოპ კლუბების წარმომადგენლები ერთი მეორეს მიყოლებით იკრიბებიან და ახალგაზრდა ბიჭს სუპერ წინადადებით თაფლავენ..

მეორე ჯანლუიჯი დონარუმაა.. დიდი ალბათობით მილანელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება გაუჭირდება, რადგან დიდი მოთხოვნები აქვს და კლუბმა შესაძლოა საბოლოოდ თქვას მასსზე უარი..

იუვენტუსი უკვე არაერთი სეზონია დონარუმას გვართან მჭიდროდ ფიგურირებს.. მაგრამ პსჟ ასევე არ კარგავს იმედს და მზად არის როსონერის კეილორ ნავასი შეთავაზოს ფულად ინვესტიციასთან ერთად, რაც მილანელთათვის ამ ეტაპზე კარგი გამოსავალი იქნება.

გონსალო იგუაინი ტურინში დაბრუნებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებს და დედის გვერდით რჩება..

პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ მისი გაფორმება ყოფილ კლუბს – რივერ პლეიტს სურს, რომელსაც ნამდვილად არა აქვს ისეთი დონის ფინანსური სახსრები, რომ იუვესთან საერთო ენა გამონახოს..

მაგრამ ყავს უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლის დახმარებითაც შესაძლოა საქმე ლოგიკურ შედეგამდე მივიდეს..

ჩვენს გვერდზე უკვე წაიკითხავდით კონკრეტულ 4-ეულს.. მაგრამ ახლა მათ სიას, ახალი ოთხი მოთამაშე შეუერთდა და ესენი არიან:

  1.  რაფაელ სანტოს ბორე – სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან და ძლიერ ფორვარდათ მიაჩნიათ.
  2. ლუკას მარტინესი – ახალგაზრდა მცველი, რომელიც კლუბის სიამაყედ ითვლება.
  3. გონსალო მონტიელი – ახალგაზრდა მარჯვენა მცველი, რომელიც მზად არის ევროპაში სათამაშოდ.
  4. ხუანფერ კინტერო – კოლუმბიელით ამ ეტაპზე აიაქსიც ინტერესდება..

ჩამომთვლილთაგან მონტიელი თავისი პროფილით და პოზიციით, შესაძლოა ბიანკონერისთვის ყველაზე საინტერესოდ გამოიყურებოდეს..

ყველაფერი საბოლოო ჯამში ფორმულაზეა დამოკიდებული – ანუ რას დათმობს რივერი და როგორი პირობების სანაცვლოდ..

სამი ხედირა – ფეხბურთელი რომლის წასვლაზეც მუდმივად იწერება, მაგრამ გერმანელი ყველა მწვრთნელისთვის შეუცვლელ ფიგურად ყალიბდება.

თუმცა, ამჯერად მისი მომავალი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.. მაურისიო სარი სწორედ მისი ფორმიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.

გერმანელს ამერიკული ვარიანტები აქვს.. თუმცა, შესაძლოა შტუტგარტშიც დაბრუნდეს, სადაც ხედირა პროფესიონალურ ნაბიჯებს დგამდა..

ბეპე ბოცო – იტალიელი აგენტი რომელიც ფედერიკო ბერნარდესკის ინტერესებს წარმოადგენს, საინტერესო განცხადებას ავრცელებს.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო ხანებში ფეხბურთელთან დაკავშირებით მრავალი ცნობები გავრცელდა.. 

აგენტმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ფედე არსად არ გადავა. მას აქვს მოქმედი კონტრაქტი, იუვე და სარი ყოველთვის დადებითად იხსენიებდნენ და იტალიელმა ყველა ის როლი მოირგო გუნდში, რაც მწვრთნელმა მოითხოვა.. ასეთებს კი გუნდიდან არ უშვებენ.. ასე თვლის ბოცო.

ივან რაკიტიჩი იუვენტუსის სამიზნე უკვე არაერთი წელია რაც არის, მაგრამ ხორვატის გაფორმებას საშველი არა და არ დაადგა..

სხვათაშორის პსჟ-მ აქაც ცადა ბედი და ბარსას ოფიციალური წინადადებით მიმართა.. საგულისხმოა, რომ ეს ვარიანტი თავად რაკიტიჩმა უარყო.. მას არ სურს კატალონიის დატოვება, მაგრამ კლუბის პოზიცია ჯერ კიდევ უცნობი რჩება..

თუ უახლოეს რამდენიმე თვეში სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ რაკიტიჩს ვარიანტების განხილვა მოუწევს და ერთ-ერთი სწორედაც რომ იტალიაში ბიანკონერია..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x