ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

La Stampa:”მხარეები მორიგ ბარტერზე საუბრობენ”

La Stampa -ს მტკიცებით, ტურინი და რომა კიდევ ერთხელ მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას, ფეხბურთელების პირდაპირ გაცვლასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ რაც მხარეებმა წარმატებით დახურეს ლეონარდო სპინაცოლას და ლუკა პელეგრინის გარიგებები, დადგა დრო სხვა შესაძლებლობების განსახილველადაც.

უკვე არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ ბიანკონერი მგლებთან მანდრაგორაკრისტანტეს თემაზე კონსულტაციებს გადის.. 

მორიგი სიახლე ამჯერად ნიკოლო ძანიოლოს ეხება, რომლის ხილვა იუვეს უკვე დიდი ხანია სურს..

სანაცვლოდ ფაბიო პარატიჩი მზადყოფნას გამოთქვამს ფედერიკო ბერნარდესკი დათმოს, რომელსაც პირდაპირი ბარტერის სახე ექნება..

თუმცა, რომაელები განსაკუთრებულად აფასებენ ნიკოლოს და მის ტრანსფერს, მხოლოდ შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით განახორციელებენ.

1 thought on “La Stampa:”მხარეები მორიგ ბარტერზე საუბრობენ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.