ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გონსალო იგუაინის შემცვლელთან მოლაპარაკებები დაწყებულია

რამდენიმე გავლენიანი იტალიური წყაროს მტკიცებით, თუ გონსალო იგუაინის და იუვენტუსის გზები საბოლოოდ გაიყრება, მაშინ მას პოლონელი არკადიუშ მილიკი შეცვლის.

ტურინელებმა უკვე დაიწყეს ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები, ხოლო ნაპოლის ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონის მიღება სურს. 

ალტერნატიულ ვარიანტად კი რჩება მაურო იკარდი, მაგრამ ბოლო ცნობებით პსჟ-მ შესაძლოა არგენტინელი გაბრიელ ჟეზუსის ბარტერში გამოიყენოს.

ყველასთვის ნაცნობია ის ფაქტი, რომ იკარდი ჯერ კიდევ ინტერის საკუთრებაა და ფრანგებს აქვთ კონტრაქტში გაწერილი პუნქტით, რომ სურვილისამებრ მისი 70 მილიონად გამოსყიდვა შეეძლებათ.

აქედან გამომდინარე, თუ სიტი დათანხმდა იკარდის, მაშინ პსჟ ამ ფორმულას აამოქმედებს და შემდგომ ინგლისელებთან გარიგებას დახურავს.

სხვათაშორის, თავის დროზე იუვეს ორივე მათგანს მჭიდროდ უკავშირებდნენ, მაგრამ ფინანსური ასპექტებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს “იაფიან” ვარიანტს ეძებენ. 

თავის დროზე მილიკი ნაპოლიში სწორედ იგუაინის შემცვლელად მიიყვანს და ახლა შესაძლოა, ეს ისტორია მეორედ დატრიალდეს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x