ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდო:”ალექს, თქვენ ამ ყველაფერთან კავშირი არ გქონდათ”

ალექს დელ პიერო - რონალდო

გუშინ, ინსტაგრამზე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ალექს დელ პიერო და რონალდო ესაუბრებოდნენ..

გთავაზობთ ნაწილს მათი დიალოგიდან.. 

რონალდომ დიალოგი 2002 წლის 5 მაისიდან დაიწყო, რომელიც მისთვის მოურჩენელ ტკივილთან ასოცირდება:

“ვერაფრით ვერ ავხსნი რა დაგვემართა, მაგრამ ბოლო ტურის წინ აშკარად მოდუნებულები ვჩანდით..

უცნაური სიტუაცია იყო შექმნილი.. უამრავი ჭორი ვრცელდებოდა და თან ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ალესანდრო ნესტა ფაქტიურად ინტერში ყავდათ გადმოყვანილი..

მინდორზე ზედმეტი თავდაჯერებულობისგან გუნდმა მძიმე მარცხი იწვნია.. ჩემი ფოტო სადაც ვტირი, წლიდან წლამდე დამყვება და ამის ყურება მერწმუნეთ ძალიან მიმძიმს..

შემდგომ უკვე მივხვდი, რომ ექტორ რაულ კუპერის და ჩემი გზები უნდა გაყოფილიყო.. მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა უფრო და უფრო მიჭირდა.”

ოქროს ბურთი? რაული, ტოტი, მალდინი, რობერტო კარლოსი.. ალექს ეს ტიტული შენც უნდა გქონდეს.. საწყენია რომ ეს ასე არ მოხდა, რადგან ჯილდო უდაოდ დაიმსახურე!

დელ პიერო – რონალდო

შემდგომ დელ პიერომ მომავალზეც ისაუბრა:

“ჩემ თავს ხელმძღვანელის როლში ვხედავ, თუმცა ამისთვის 1 ან 2 წელი დამჭირდება, რომ სათანადოდ მოვემზადო.”

რონალდომ 1998 წელს განვითარებული მოვლენებით გააგრძელა, სადაც ტურინში გამართულ მატჩში ბევრი სადაო ეპიზოდი დაფიქსირდა:

“შეცდომების გაგება შემიძლია.. მსაჯები ადამიანები არიან, რომლებიც ცდებიან.. მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ თქვენ მოჯისთან და ბეტეგასთან კავშირებში არავინ გადანაშაულებთ.. ეს არის მოედანი და თქვენ აქ სუფთები ხართ.

ჩვენ დიდებული მატჩები გვქონდა, სადაც ორივე გუნდის თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა. უბრალოდ ფარდის მიღმა, ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა.. თითქოს ცივი ომი მიმდინარეობდა.”

დელ პიერო:

მეც ვითამაშე ჩემი როლი.. როდესაც შენი ეპიზოდის შემდეგ, როდესაც იულიანოსთან შეჯახებისას 11-იანს ითხოვდით, მსაჯმა მომდევნო შეტევაზე ჩვენ მოგვცა 11-იანის დარტყმის უფლება..

ავდექი და არ გავიტანე, რითიც ბალანსი შევინარჩუნე (იცინის). 

კონკრეტულ წლებზე ვსაუბრობთ.. რომლის ერთეული ეპიზოდები ვერაფერს გადაფარავს.. შესანიშნავი მატჩები გამოვიარეთ!

დაძაბულობა მუდამ იყო და იქნება.. სხადასხვა ფაქტორები განაპირობებს ამ ყოველივეს.. და საქმე მხოლოდ ინტერში არ ყოფილა. 

ერთი შეხვედრაც კი არ მახსენდება, სადაც სადაო ეპიზოდს დიდი აჟიოტაჟი და შეთქმულების თეორიები არ მოყოლოდა. “

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x