ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ადრიენ რაბიომ ტურინი შესაძლოა მალევე დატოვოს

სხვადასხვა მედია უწყება ადრიენ რაბიოს მომავალზე საუბრობს.

ფეხბურთელი დღეისათვის საფრანგეთში დედასთან ერთად იმყოფება, რომელიც ყველაფერთან ერთად, მისი საფეხბურთო აგენტიც არის. 

სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ფრანგ ნახევარმცველს ტურინის დატოვება სულ რაღაც ერთი სეზონის შემდეგ სურს.

მას ძალიან უჭირს აპენინურ სათამაშო სტილთან და მოთხოვნებთან ადაპტაცია.

ამასთან ერთად, ინგლისში უკვე გამოჩნდა ორი კლუბი, რომელიც მისი სამსახურით სერიოზულად დაინტერესდა.

პირველი მათგანი კარლო ანჩელოტის ევერტონია.. გამოცდილ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ნახევარდაცვაში ადრიენი დიდ დახმარებას გაუწევს.

მეორე კი მანჩესტერ იუნაიტედია.. მათთან ნებისმიერ ფეხბურთელზე შეიძლება საუბარი, რადგან პოტენციურად თემა პოლ პოგბასაც შეეხება და ბიანკონერი მთელ რიგ მოთამაშეების ჩართვასაც დათანახმდება, ოღონდ ფრანგი ტურინში დააბრუნოს.

თავად რაბიოს შემთხვევაში გადაულახავ პრობლემად მისი ანაზღაურება სახელდება, რომელიც სეზონში 7 მილიონს შეადგენს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x