ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო კაპელო ჯორჯო კიელინიზე საუბრობს

ფაბიო კაპელო

ფაბიო კაპელოს თქმით, მას ჯორჯო კიელინის დამატება ჯერ კიდევ რომაში ყოფნისას სურდა:

“ჯერ კიდევ რომაში ყოფნისას შევამჩნიე და ჩემი თხოვნით ლივორნოსთან მოლაპარაკებები დაიწყო.

50%-ის შეძენა მოვახერხეთ, მაგრამ მეორე 50%-ი იუვენტუსმა დაისაკუთრა.

შემდგომ ტურინელებმა უფრო მეტი თანხა გაიღეს, რისი დახმარებით ჯორჯო საბოლოო ჯამში იუვენტუსის რიგებში აღმოჩნდა.

თუმცა, მოგვიანებით ტურინში თავადვე აღმოვჩნდი და ძალიან გამიხარდა იქ მისი ხილვა..

ვხედავდი რამდენ შრომობდა და თან რა ყურადღებით ეკიდებოდა ყველა დეტალს.. იგი საოცარი ტემპებით პროგრესირებდა! 

დადგა დრო და მესინასთან შეხვედრაში, მისი დებიუტიც შედგა.. შემდგომ იყო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნჰენის ბაიერნთან.. 

კიელინის უნიკალურობა მდგომარეობდა იმაში, რომ საიმედო თამაშთან ერთად, მომენტალურად ითვისებდა თითოეულ წვრილმანს..

ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერთან ერთად, სწავლას განაგრძობს არის იშვიათი.. ამიტომაც განვითარდა ჯორჯო ასე სწრაფად.. ჯერ კარგი მარცხენა მცველი, ხოლო შემდეგ ჩინებული ცენტრალური! წლების შემდეგ ხვდები, რომ მან სწავლა დაასრულა და საოცარ სიმაღლეზე ავიდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x