ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფელიპე მელო:”კიელინი მშიშარა პიროვნებაა”

ბუნებრივია ჯორჯო კიელინის განცხადებებს უკვალოდ არ ჩაუვლია და უკვე დღეს ფელიპე მელომ იუვენტუსის კაპიტანს სოციალურ ქსელში უპასუხა:

“კარგი იქნებოდა უფრო დეტალურად ეთქვა, რომელ კონკრეტულ ინციდენტზე საუბრობს.. 

ტურინში ყოფნისას მსგავს ინციდენტს ადგილი არ ქონია.. ვინმეს მიმართ, იქნებოდა ეს ფეხბურთელი, კლუბის ხელმძღვანელი თუ სხვა თანამშრომელი, პატივისცემის ნაკლებობა არასდროს არ დამიფიქსირებია. 

თუმცა, ამ ეტაპიდან თავად კიელინის მიმართ პატივისცემა რომ არ გამაჩნია ცხადზეცხადია.. არც მომავალში შეიცვლება ამ კუთხით რაიმე.

ის ამბობს რომ ბალოტელი სილას იმსახურებს, ხოლო მე ცუდთა შორის ცუდი ვარ – პიროვნება რომელიც მუდამ მზად არის ჩხუბი დაიწყოს.. რა უნდა ვთქვა.. ჯორჯო ყოველთვის მშიშარა იყო, რომელიც პრობლემებს გაურბოდა.

თან ძალიან ადვილია წიგნში ვინმესთვის ცუდი იყო.. საერთოდაც “ეს მცველი”, როგორც ჩანს ჯერ კიდევ გაბრაზებულია იმის გამო, რომ გალათასარაიში გადასვლის შემდეგ მას და მის იუვენტუსს სილა გავაწანით და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვაგდეთ.

ან შესაძლოა იმის გამო, რომ ინტერმა ყველაფერი მოიგო – მე კი ინტერისტა ვარ!

კიელინი მუდამ ისე იქცევა, თითქოს დიდებული იყოს. 

ხშირად მახსენებენ იტალიელებთან დაპირისპირებას 2009 წლის კონფედერაციის თასსზე.. მაშინ აძურის 3-0 მოვუგეთ.. 

შესაძლოა ჯერ კიდევ მტკივნეულად იხსენებს, რადგან ნაკრებთან ერთად საერთაშორისო დონეზე არაფერი არ მოუგია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x