ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”ინტერი მეზიზღება”

ჯორჯო კიელინიმ შეიძლება ითქვას, ცეცხლი დაანთო.. 

იუვენტუსის კაპიტანმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და საზოგადოებას რამდენიმე გვერდი შეთავაზა, სადაც კონკრეტულ ფეხბურთელებზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს:

“მთელი კარიერის განმავლობაში, ორად ორმა ფეხბურთელმა გამიცრუა იმედი.

წიგნში ამ ყველაფერზე დეტალურად ვსაუბრობ.

მარიო ბალოტელი არის ნეგატიური ადამიანი, რომელიც არანაირი სახის პატივისცემას არ გამოხატავს გუნდში მყოფი დანარჩენი ფეხბურთელების მიმართ. 

კონფედერაციის თასის დროს ბრაზილიელებთან შეხვედრისას, მას მოედანზე საერთო ჯამში არაფერი არ გაუკეთებია.. რის გამოც კარგი სილის გაწვნაც დაიმსახურა. 

იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მიაჩნდათ რომ მარიო მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფორვარდს შორის შედიოდა, თუმცა პირადად მე ასეთი მოსაზრება არასდროს გამჩენია.. ხუთელში კი არა ოცეულშიც არ შევიყვან.

თუმცა, მასსზე ცუდიც იყო.. ცუდთა შორის უცუდესი უფრო ზუსტი რომ ვიყო.. 

ფელიპე მელო! ვერ ვიტან უპატივცემლო პიროვნებებს.. რომლებსაც მუდმივად სურთ ყველაფერში კონკურირება და მზად არიან მცირეოდენის გამოც ხელჩართული ჩხუბი გამართონ. 

მაშინვე ვუთხარი ხელმძღვანელობას, რომ გუნდში “დამპალი ვაშლი” გვყავდა.

რა იქნება ახლა როდესაც ბალოტელის შევხვდები? ვინმესგან კეთილგანწყობას არ ველოდი.. და ვერც თავად ვიქნები ყველასთვის მეგობარი. 

რეალურად ორად-ორი ფეხბურთელია, რომლებზეც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება შემექმნა.

პრობლემა ის კი არ არის, რომ რომელიმე ცუდად თამაშობს.. არამედ მათი დამოკიდებულება გარემოცვასთან..

ამპარტავნობა პიროვნებისგან, რომელიც საბოლოო ჯამში არავისთვის არაფერს არ წარმოადგენს, ნამდვილად გამაღიზიანებელია.

მესმის, რომ ერთხელ ასეთი რამ შესაძლოა ყველას დაემართოს, მაგრამ როდესაც რეგულარულად ხდება, აქ უკვე სხვა პრობლემაა.

ინტერი მეზიზღება – და ადამიანებმა ზუსტად იციან რასაც ვგულისხმობ. მინდა რომ ჩემი სიტყვები ზუსტად იყოს აღქმული.

ეს სპორტული ზიზღია.. მაგალითად როგორც მაიკლ ჯორდანს “პისტონსი”.. 

არ შემიძლია ამ ზიზღს რაიმე მოვუხერხო.. მაგრამ 99.9 %-ში, თამაშის მერე როცა ნერიაძურის ფეხბურთელები მინახავს, ჩვენ ერთად ბევრი გვიცინია.

მუხლზე მძიმე ტრავმის შემდეგ, ყველაზე პოზიტიური შეტყობინება ხავიერ ძანეტიმ გამომიგზავნა.

სპორტული აგრესია, ზიზღი და ყველა ეს ემოცია, გვიბიძგებს გამარჯვებისკენ.. აქედან გამომდიანარე სპორტული კუთხით, ეს შესაძლოა მნიშვნელოვანი კომპონენტიც კი არის.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x