კლუბი უკმაყოფილოა რაბიოს და იგუაინის საქციელით
Calciomercato დილიდან ადრიენ რაბიოს და გონსალო იგუაინის სიტუაციაზე საუბრობს.
როგორც მოგეხსენებათ, ეს ორად ორი ფეხბურთელია დარჩენილი, რომელიც ტურინს მიღმა იმყოფება.
ჯერჯერობით ოფიციალური თარიღი კლუბს მათთვის არ დაუწესებია და მოთამაშეებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღეს.
თუმცა, თავად ფაქტი რომ ისინი დაბრუნებას აჭიანურებენ, ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
იგუაინის შემთხვევაში კლუბმა დამატებითი შვებულების დღეები გამოყო..
ყველას კარგად ესმის ის ფაქტიც, რომ ფრანგსაც და არგენტინელსაც ტურინში დაბრუნების შემდეგ, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს..
კლუბი შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე ეცდება ორივე მათგანის გასხვისებას.
რაბიოზე არაერთხელ დაიწერა, რომ ფრანგი უკმაყოფილოა ტურინული თავგადასავლით და თვალი წასვლისკენ უჭირავს.
შუახაზელით პრემიერ ლიგის არაერთი გუნდი ინტერესდება და იუვე ამ შანსის გამოყენებას ეცდება.
პიპიტასთან სიტუაცია იმდენად არის დაძაბული, რომ შესაძლოა ბოლოს მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტონ.
ხელმძღვანელობამ მაშნ მიქარა როცა პაპიტო დაიტოვა და მანძუკიჩი გაუშვა… დააბრუნეთ მარიო და იყოს ის იქ სადაც არი…