ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბალოტელი და კიელინი ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ესაუბრნენ

გუშინ ერთ-ერთმა იტალიელმა წამყვანმა ონლაინ კონფერენციის საშუალებით ჯორჯო კიელინისთან და მარიო ბალოტელისთან ისაუბრა. 

იუვენტუსის კაპიტანის სიტყვებს, რომელიც მან წიგნში გამოიყენა ბალოტელის და ფელიპე მელოს მისამართით, დიდი გამოხმაურება მოყვა..

ამიტომ ჟურნალისტმა ბალოს და ჯორჯოს ერთმანეთთან პირდაპირ ეთერში გასაუბრების საშუალება მისცა:

ბალოტელი

“ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა.. ჯორჯოს ძალიან დიდ პატივსვცემ და უფრო მეტიც, მე ის ძალიან მიყვარს..

აქედან გამომდინარე მისმა სიტყვებმა გული გამიტეხა.. ამას არ ველოდი.”

ჟურნალისტი

“გინდა შერიგების ჟესტისთვის მას მაისური გაუგზავნო? რაც მოგესურვება ის დაწერე..”

ბალოტელი

“კარგი.. ოღონდ ლიფტში დატოვე, დავწერ და უკან გამოგიგზავნი”.

ჟურნალისტმა შეასრულა სუპერ მარიოს პირობა და შემდგომ ეს მაისური კიელინის გაუგზავნა.

კიელინი

“მაისური? სასიამოვნოა.. არ ველოდი ამას მარიოსგან!

თავად კარანტინმა ოჯახურ გარემოცვაში ჩაიარა.. თუმცა, პიცის მომზადება ჯერ კიდევ არ მისწავლია. 

მსურს თუ არა ბალოსთან პირდაპირ ეთერში საუბარი? მე პრობლემა არავისთან არ მაქვს.. წიგნში იყო დასაწერი ის რაც იმ პერიოდში თავს გადამხდა.. არ შემიძლია რაიმეს მოტყუება, ეს ჩემს სტილში არ არის”

ეთერში გასვლისას ჟურნალისტი იწყებს საუბარს:

“ბიჭებო, აქ მშვიდობის დასამყარებლად ვართ ხომ ასეა?”

ბალოტელი

“კი მაგრამ ომი არც არასდროს არ ყოფილა!”

კიელინი

“როგორც უკვე გითხარით, იყო აზრთა სხვადასხვა, მაგრამ მაპატიეთ წიგნში გარკვეული მასალები უნდა შემეტანა.. გითხარით უკვე რომ რაიმეს დამალვა ჩემს სტილში არ არის, როცა საქმე ასეთ სენსტიურ პროცეს ეხება”.

ბალოტელი

კარგი!”

კიელინი

“მარიო, მაისურისთვის დიდი მადლობა, ამას განსაკუთრებულად შევინახავ”

ბალოტელი

“ძალიან კარგი! ჯორჯო ჩემი პასუხი მინდა რომ სწორად გაიგო. ვიგულისხმე, რომ..”

კიელინი

“ყველაფერი რიგზეა. კარგად გამოვიდა. უბრალოდ უკვე ვთქვი, რომ ტყუილს ან გამოგონილს, სხვა ინტერპრეტაციით წიგნში ვერ დავწერდი.”

ბალოტელი

“ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ წიგნში შენ ბევრი უარყოფითი რამ შეგეძელო დაგეწერა და მაინც და მაინც მე მოვხვდი შავ სიაში.. იცინის”

კიელინი

“მინდოდა თუ არა სილის გაწვნა მართლა? ტრავმა მიიღო და ადრე წავიდა.. შესაბამისად ვერ მოვასწარი.”

ბალოტელი

“მართლა კონფედერაციის თასსზე გაქვს საუბარი?”

კიელინი

“ეჰ მარიო.. კარგი..”

ბალოტელი

“და რა გავაკეთე ასეთი?”

კიელინი

“არ გახსოვს?”

ბალოტელი

“მართლა გეუბნები.. ვფიცავარ, არაფერი არ მახსოვს”

კიელინი

“ბრაზილიელებთან რამდენიმე რამ..”

ბალოტელი

“მოიცა.. გამახსენდა.. ბრაზილიელებთან რომ ვმარცხდებოდით ჯიჯი რომ მეუბნებოდა ჩვენ ბრაზილიელები არ ვართო, ჩვენ- ამაშია მთელი საქმე?”

კიელინი

“დიახ, მეტ-ნაკლებად”

ბალოტელი

“კარგი მოდით ვიყოთ სერიოზულები.. ამაში ოდნავი ქვეტექსტიც არ ყოფილა.. ეს არ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მე უარყოფითი ადამიანი ვარ.. პირიქით, კარგად მიცნობ როგორ მიყვარს იუმორი და რომ არ მიყვარდეთ, პასუხს საერთოდ არ გაგცემდით..”

კიელინი

“მარიო, ადამიანები წლების შემდეგ უკეთესები ხდებიან. ბევრი წელი გავიდა და ჩვენ კიდევ ვაპირებთ გვერდების დამატებას ამ წიგნში.”

ბალოტელი

“არ შეგეძლო რომ ეს წიგნი 5 წლის შემდეგ გამოგეცა?”

კიელინი

“მე უკვე საკმაოდ დავბერდი და ადამიანებს უნდა მოუნდათ წიგნის წაკითხვა იქამდე, სანამ ჯერ კიდევ ვთამაშობ და ასე თუ ისე პუბლიკას ვახსოვარ. შენ, ასევე შეგიძლია ამ ყველაფრის მოყოლა წიგნში, რომელსაც გამოსცემ.”

ბალოტელი

“მერწმუნე, ჩემი პირადი წიგნი ძალიან გრძელი იქნება.”

ჟურნალისტი

“მარიო, ჩვენ შენ ჯორჯოს წიგნს მოგცემ!”

ბალოტელი

“ის ნაწილი ამოხიეთ, სადაც ჩემზე ცუდად საუბრობს და კი ბატონო..”

კიელინი

“გპირდები! მარიო შეცდომებზე ბევრი რამ ვისწავლე და ამას ახლაც განვაგრძობ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და იმედი მაქვს, მოედანზე რაც შეიძლება მალე შევხვდებით ერთმანეთს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x