ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ბარძალი:”გადაწყვეტილება გულის კარნახით მივიღე”

ანდრეა ბარძალი

ანდრეა ბარძალი მიმდინარე სეზონის დაწყებიდან მალევე მაურისიო სარის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, თუმცა რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე დაკავებულ პოსტს ტოვებს.

ანდრეას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ქონდა გაფორმებული და მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, ფანებში ბევრი კითხვის ნაშანი გააჩინა.. 

გთავაზობთ თავად ანდრეას სტატუს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

“ეს არის ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რომელიც გულით მივიღე!

მთელი კარიერის მანძილზე ვხედავდი, ოჯახს როგორ უწევდა ჩემი მხარდაჭერა და მუდამ გვერდში ყოფნა ისე, რომ ხმა არ ამოუღია.

ამიტომ დადგა დრო, როდესაც დრო მათ უნდა დავუთმო!

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას.. კლუბს რომელმაც ფანტასტიკური შესაძლებლობა მომცა.. ჩემი ფიქრები ახლა განსაკუთრებულ ადამიანებთან არის.. 

პრეზიდენტი, მწვრთნელი, ფაბიო და პაველი.. ციფრები, რომლებიც ჩემს პროგრეს ასახავდა და კარიერულ ზრდაში მეხმარებოდა, არის უშუალოდ კლუბის და აქ მომუშავე ადამიანების დამსახურება.

დიდი მადლობა ყველას! თანაგუნდელებს, გულშემატკივრებს, პროფესიონალებს, რომლებიც ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად შრომობენ, რათა იუვენტუსი ასეთ სიმაღლეზე იდგეს!”

#finoallafineforza @juventus!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x