ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მირალემ პიანიჩისთვის არაერთი გრანდი იბრძვის

გრძელდება დისკუსია მირალემ პიანიჩის გარშემო.

ბოსნიელ ნახევარმცველს მსურველები არ აკლია და ამ ფაქტს ერთბაშად რამდენიმე წყარო ადასტურებს.

ბარსელონას გარდა, რომელიც ჯერჯერობით ფავორიტის მისთვის ბრძოლაში, მოლაპარაკებების პროცესში იმყოფებიან პსჟ, ჩელსი და ბაიერნი.

უფრო მეტიც, გაძეტას მტკიცებით პარიზელებმა იუვენტუს უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით,..

სახელდება ლეანდრო პარედესის გვარიც, რომელიც თითქოს ფრანგებმა ტურინელებს თანხასთან ერთად შეთავაზეს..

თუმცა, ბიანკონერი პარედესის გარდა უფრო მეტად მარკო ვერატით ინტერესდება, რომელსაც პსჟ-ს მესვეურები ჯერჯერობით ხელშეუხებლად მიიჩნევენ.

ინგლისური მედია თავის მხრივ, დიდი ხანია წერს ჩელსის და იუვეს შორის მიმდინარე ინტენსიურ მოლაპარაკებებზე..

მაურისიო სარის თხოვნით, ფაბიო პარატიჩი არისტოკრატებს პირდაპირ ბარტერს თხოვს, რომელშიც მონაწილეობა ჟორჟინიომ უნდა მიიღოს..

ბაიერნთან დაკავშირებით, გარდა ინტერესისა კონკრეტული არაფერია, მაგრამ როგორც უკვე ითქვა ჯერჯერობით ყველა სხვა დანარჩენს ბარსელონა უსწრებს, რომელსაც ფეხბურთელთან 4 წლიანი კონტრაქტი შეთანხმებული აქვს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x