ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფელიპე მელო:”სამწუხაროა რომ იუვეში აღმოვჩნდი”

ფელიპე მელო ყოველგვარი დახასიათების გარეშეც, ყველასთვის კარგად ნაცნობია რაოდენ ემოციური და ადვილად ფეთქებადია.

ბუნებრივია იგი ჯორჯო კიელინის სიტყვებს ასე იოლად, რომ არ დაივიწყებს ფაქტია:

“შესაძლოა სიენასთან მომხდარი ვერ გადახარშა. მაშინ ჩემი სათქმელი სრულად ვუთხარი და დავარტყი კიდევაც.

მაშინდელ იუვენტუსში უცნაური რაღაცეები ხდებოდა და წიგნის დაწერა, რომ გადავწყვიტო მერწმუნეთ ერთი და ორი ამას ვერ დაიტევს. 

კიელინის ბოლო ხანებში აღარ მისაუბრია და საერთოდ აქვს კი ამ ყველაფრის შემდეგ რაიმე აზრი?

უკეთესი იქნებოდა მაგალითი დიდებული ხავიერ ძანეტისგან აეღო, რომელსაც საკუთარ ავტო-ბიოგრაფიაში იუვეზე სიტყვაც არ უხსენებია..

ან საერთოდ, ახლა რა წიგნებზეა საუბარი, როდესაც ადამიანები კვდებიან?

ინტერი ჩემი ოცნება იყო.. სამწუხაროა, რომ თავის დროზე იუვეში აღმოვჩნდი არადა ჟოზე მოურინიოს ძალიან სურდა ჩემი გადაბირება, ჯერ კიდევ ფიორენტინაში ყოფნის დროს. 

აქამდე ტურინელებზე ცუდად არაფერი მითქვამს, რადგან გუნდს, კლუბს და ფანებს პატივსვცემდი. თუმცა, სან სიროზე გამოსვლა ლურჯ-შავი მაისურით დაუვიწყარი ბედნიერებაა.. მაშინ 1-0 გავიმარჯვეთ!”

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x