ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი:”კონტეს ღამ-ღამობით ეჭვები აფრთხობს”

ჯორჯო კიელინიმ საკუთარი ავტობიოგრაფიიდან მცირეოდენი ინფორმაცია კიდევ გაუზიარა საზოგადოებას.

მის წიგნის სახელი არის “მე ჯორჯო”:

“როდესაც ანტონიო კონტე რომელიმე კლუბში სამუშაოდ მიდის, იგი მომენტალურად იწყებს წმენდას.

ნერიაძურიში მაგალითად კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება რაჯა ნაინგოლანს და მაურო იკარდის დამშვიდობებოდა. ივან პერიშიჩს დრო მიცეს, თუმცა წინასასეზონო შეკრებიდან მალევე, მასაც კარისკენ მიუთითეს.

იუვეში მის პირველსავე სეზონში რეტო ციგლერი წინასასეზონო შეკრებაზეც კი არ იახლა. ფელიპე მელო და ამაური გუნდს ორ დღეში დაემშვიდობნენ..

კონტე გაიძულებს, რომ პროცესში მაქსიმალურად ჩაერთო და იცხოვრო თითოეული წამით მასთან ერთად.. შენ მასთან ხარ ან მის წინააღმდეგ და თუ ეს ასეა, მაშინ წასვლა გიწევს.

ინტერში გადასვლას ვპატიობ, რადგან ძალიან მიყვარს და ვიცი რაოდენ დიდი პროფესიონალია. 

თუმცა, დარწმუნებული ვარ ღამ-ღამობით ეჭვები აფრთხობს.. როდესაც გულზე ინტერის ლოგოს ხედავს, ეს ეჭვები ძლიერდება.

ვთვლი, რომ იუვენტუსი ინტერზე ძლიერია.. მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები როდესაც სულ ვერ იმარჯვებს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x