პაოლო დი კანიო იუვენტუსის პრობლემებზე საუბრობს
პაოლო დი კანიო იუვენტუსის ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს:
“ჯერ კიდევ ვერაფრით ამიხსნია, თუ რის გამო შექმნა იუვემ ასეთი სიტუაცია შუახაზში..
მათ მოედნის ცენტრში არანაირი ფანტაზია არ გააჩნიათ, რომელიც იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, ვინც ახლა ამ პოზიციაზე ირჯება.
ადრიენ რაბიოს ყიდვა საერთოდ გაუგონარი რამ იყო.. მესმის, რომ გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მოთამაშე დაიმატა, თუმცა რისთვის?
იცით რომ მას ერთ სეზონში 23 შეხვედრაში 0 გოლი ქონდა გატანილი? საგოლე გადაცემა რამდენი ქონდა ეგ თუ იცით? აქაც იგივე ციფრია – 0!
აი აარონ რემზი აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის მოთამაშეა.. მას შეუძლია საჭირო კრეატიულობის შეტანა.. ხანდახან გოლების გატანა და საგოლე გადაცემების დარიგებაც..
ლიონთან შეხვედრაში უელსელის გამოსვლას მოყვა ორი საგოლე ეპიზოდი.. თუ გაიხსენებთ მაშინ აუცილებლად დამეთანხმებით.”