ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო ცნობები

Repubblica -ს ცნობით, იუვენტუსი აქტიურად მუშაობს არტურ მელოსთან და მის აგენტთან..

ფეხბურთელს ესპანეთის დატოვების იდეა დიდად არ მოწონს, ხოლო იტალიური გრანდი ცდილობს დაარწმუნოს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნება.

მოლაპარაკებების კუთხითაც არაფერი შეცვლილა.. იტალიელები მირალემ პიანიჩს შეელევიან, თუ კატალონიელები თავის მხრივ მელოს დათმობენ..

საქმე იმაშია, რომ კლუბების დონეზე ეს შეთანხმება ფაქტიურად მიღწეულია.. ბოსნიელი თავის მხრივ შეეგუა წასვლას და მისთვის ბარსა მისაღები ვარიანტია..

აი არტურთან დაკავშირებით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ მუშაობა მიმდინარეობს..

არაა გამორიცხული, საქმეში მატია დე შილიოც იყოს ჩართული.

თუმცა, ნახევარდაცვაში ეს არ იქნება უკანასკნელი ნაბიჯი, რადგან მაურისიო სარის თხოვნით ტურინელები ჟორჟინიოს ტრანსფერზეც განაგრძობენ მუშაობას. 

თუ, ტურინელებმა ვერ მოახერხეს პიანიჩის ბარტერის სახით გასხვისება, მაშინ მას პირდაპირი ინვესტიციით შეელევიან, ხოლო აღებული თანხით ჩელსის შუახაზელს დაიმატებენ. 

გრძელდება დისკუსია გონსალო იგუაინის მომავალზე.. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ რივერ პლეიტი გამოირიცხა..

კლუბი უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაში იმყოფება და ერთადერთ ვარიანტად, ახალგაზრდა მოთამაშეებთან დამშვიდობება ჩანს, რომელიც კარლიტოს ტევესის მსგავსი ფორმულით ქნებიან იუვენტუსისთვის გადაცემულნი.

მაგრამ ბიანკონერის მადა იმდენად დიდია, რომ მათ ამჯერად ერთბაშად 6 ფეხბურთელის არჩევა მოისურვეს.. ამასთანავე სურთ, რომ კონტრაქტში არ შევიდეს არანაირი პუნქტი, რომელიც მათ დაავალდებულებს მათი გასხვისების შემთხვევაში, რივერისთვის რაიმე თანხის გადახდას.

როგორც მოგეხსენებათ, ეს პუნქტი როდრიგო ბენტანკურის დროს ჩაიდო, როდესაც ზემოთხსენებულმა ტევესმა ბოკაში დაბრუნება გადაწყვიტა. 

რთულად წარმოსადგენია რამდენად მიაღწევენ მხარეები ასეთ საკითხზე შეთანხმებას.

ალტერნატიულ ვარიანტებად MLS -ის გუნდები სახელდებიან, რომლებსაც იგუაინის დამატება დიდი ხანია სურთ. 

ბიანკონერი არამარტო ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს, არადა თავდასხმის ზონაზეც..

დაიძრა ხმები, რომ ერლინგ ჰალანდისთვის ტურინელები 75 მილიონს გაამზადებენ და ნორვეგიელს 2021 წელს დაიმატებენ.

საქმე იმაშია, რომ კონტრაქტის თანახმად სწორედ 2021 წელს შეეძლება, ნებისმიერ მსურველ კლუბს მისი გამოსყიდვა.

თუ მის პროდუქტიულობას გავითვალისწინებთ, მაშინ ნათელია რომ ეს თანხა სიტუაციიდან გამომდინარე სწორი ინვესტიცია იქნება.

თუმცა, კონკურენცია ჰალანდზე წარმოუდგენლად დიდია და ამიტომაც იჭერს იუვე თადარიგს, რომელიც უკვე ესაუბრება ფეხბურთელის აგენტს პირად კონტრაქტზე.

მხარეები 5 წლიან შეთანხმებაზე მსჯელობენ და სეზონში ერლინგის ანაზღაურება 8-10 მილიონს შეადგენს.. ჯერჯერობით მეტი დეტალი ამ თემაზე არ ქვეყნდება.

ჰალანდის ალტერნატიულ ვარიანტებად არკადიუშ მილიკი და მაურო იკარდი არიან..

სხვათაშორის მილიკზეც კონკრეტული სიახლეებია.. პოლონელი ატლეტიკოს და იუვეს სურს.. ნაპოლი კი ასეთ სიტუაციაში მაქსიმალური სარგებლის მიღებას ეცდება და საორიენტაციო ღირებულება 50 მილიონი დააფიქსირა. 

რთულია პროგნოზირება, მაგრამ ასეთ თანხას იუვე კითხვის ნიშნებით სავსე ფორვარდში ნაკლებად თუ გაიღებს.

სანდრო ტონალი ისევ ყურადღების ცენტრშია მოქცეული, მითუმეტეს პსჟ-ს მკვეთრი გააქტიურების შედეგად, რომელმაც იუვეს ოფიციალური წინადადება გააუმჯობესა.

ტურინელები 5 მილიონს იხდიდნენ არენდის სანაცვლოდ, ხოლო წლის ბოლოს 35-ს საბოლოო გამოსყიდვისთვის..

პსჟ-მ კი მასიმო ჩელინოს 55 მილიონი შეთავაზა.. ასე რომ ბრძოლა დაიწყო და ვნახოთ, რაზეა წამსვლელი ერთი ან მეორე. 

სულ უფრო აქტიურდება ხმები, რომ ადრიენ რაბიო ზაფხულში ტურინს დატოვებს.. ის ანაზღაურების შემცირებაზეც კი თანახმაა.. 

დღევანდელი მონაცემებით, რომელიც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ფრანგი შუახაზელი სეზონში 7 მილიონს ღებულობს.

სხვადასხვა გავლენიანი წყაროს მტკიცებით, რაბიოს კარიერის გაგრძელება უშუალოდ ევერტონში კარლო ანჩელოტისთან სურს.. 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x