ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

24 საათის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ამ ეტაპზე გუნდები ნორმალური ცხოვრების რიტმში დაბრუნებას ცდილობენ..

მიდის მსჯელობა რა ფორმატით და როგორ გაგრძელდება ჩემპიონატი, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი..

კულუარული ცნობებით ჩემპიონატი 12-18 ივნისს განახლდება და უახლოეს დღეებში, კიდევ უფრო მეტ ცნობებს შევიტყობთ ფორმატთან და დროებთან დაკავშირებით. 

ახლა კი ყველაზე საინტერესო სატრანსფერო ცნობები, რომელიც იუვენტუსთან დაკავშირებით უკანასკნელ 24 საათში გავრცელდა.

ჟორჟინიო იუვენტუსის სამიზნეა, მაგრამ თვად აგენტი სხვაგვარ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით იუვენტუსი ტოპ კლუბია, რომელსაც უარს ვერავინ ეტყვის, მაგრამ ჯერჯერობით ფეხბურთელთან დაკავშირებით არავინ დაკავშირებია.

ნურავის დაავიწყდება, რომ ჟორჟინიოს ჩელსისთან მოქმედი კონტრაქტი აქვს, ხოლო მოახლოებულ სატრანსფერო ბატალიებში გუნდები დიდ თანხებს, რომ ვერ დახარჯავენ ფაქტია..

აქედან გამომდინარე, ყველა აგენტი თუ მოთამაშე საკმაოდ ფრთხილად იმოქმედებს.. სიტყვებსაც ზედმიწევნით დაუკვირდებიან, რომ არსებულ სიტუაციაზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინონ..

ბევრი ფაქტი ყოფილა, როდესაც ღიად დაუფიქსირებიათ მოლაპარაკებების გამართვის ან საერთოდაც წასვლის სურვილი, რასაც ინდივიდუალური პრობლემები მოაქვს..

დღეს, კი ტრანსფერი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე იოლი არავისთვის არ იქნება.. 

მაურისიო სარის ძალიან უნდა ჟორჟინიო რომელიც მისი მოსაზრებით გადაჭრის გუნდში დირიჟორის პრობლემას.. მაგრამ ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს.. მათ არ ხიბლავთ დიდი თანხის დახარჯვა მის ტრანსფერზე.. 

რატომ? სანდრო ტონალი და პოლ პოგბა.. ჯამში საუბარი არის დაახლოებით 150 მილიონზე.. და ამ დროს კიდევ ჟორჟინიო რომლის ღირებულება 50 მილიონს უტოლდება, საკმაოდ გიჟურად ჟღერს.. 

სანდროზე იუვე დანებებას არ აპირებს.. ფეხბურთელთანაც ბევრს საუბრობს, მასიმო ჩელინოსთანაც და ერთი სიტყვით მარკო ვერატის გამეორება არავის უნდა. 

პოგბა უფრო რთული მისიაა, მაგრამ ტონალის ტრანსფერს ტიფოზერიაც კი ისე ელოდება, რომ შესაძლოა ყველა და ყველაფერი გადაფაროს.. 

არტურ მელოზე შეგვიძლია თამამად ვთვათ, რომ 1 %-ი რჩება გაფორმების შანსი.. ისიც თუ ერთ მშვენიერ დღეს ბრაზილიელს მყუდრო კატალონიიდან წასვლა და ტურინში ალპების ატმოსფეროში ყოფნა მოესურვება.. 

ბარსას იმედენად უნდოდა პიანიჩი, რომ მელოზე ზეწოლასაც კი ახორციელებდა მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის..

არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩი როგორც ეს ორიოდე დღის წინ გითხარით, იუვემ თვადვე დაბლოკა.. არცერთი მათანის ხილვა არ უნდა თავისთან.. მხოლოდ და მხოლოდ არტური.. მაგრამ ამ შემთხვევაში არტურს არ უნდა იუვე.

აი ვინც სიამოვნებით დათანხმდებოდა გადასვლას არკადიუშ მილიკია.. მაგრამ ვინ თქვა, რომ იოლად? არც არავინ.. აურელიო დე ლაურენტისი პოლონელში 50 მილიონს ითხოვს, რაც ბოდიშით ზედმეტად დიდი თანხაა მისთვის. 

თავად მილიკთან თუ არაერთ გავლენიან წყაროს დავუჯერებთ, კლუბმა 4 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და სეზონში 5 მილიონს დაპირდა.. ბიანკონერი მზად არის 30 მილიონის გადასახდელად ფეხბურთელში, რომელსაც ხელშეკრულება 2021 წლის ბოლოს ეწურება. 

კრიშტიანო რონალდუ და პსჟ? ჟღერს? არა.. გეთანხმებით რომ არა.. 

თუმცა, საქმე იმაშია რომ ფრანგებმა მისი გაფორმება გადაწყვიტეს და სურთ მბაპე ნეიმარი რონალდუს მრისხანე ტრიო შექმნან..

ტურინელები სიტუაციას მშვიდად უყურებენ და ოდნავადაც არ დარდობენ, რადგან კრიშტიანოსთან იდეალური ურთიერთობა სუფევს.. ასე რომ პარიზელებს ახლაც შორიდან ტკბობა მოუწევთ.

ამ ეტაპზე ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები, რომელიც ბოლო 24 საათის პერიოდში გამოქვეყნდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x