დანიელე რუგანი:”მძიმე თვე იყო”
დანიელე რუგანის თქმით მან მძიმე თვე გამოიარა, თუმცა ახლა უკვე თავს კარგად გრძნობს:
“პირველი ინფორმაციის შემდეგ შიში დამეუფლა, რაც ბუნებრივი რამ არის..
მითუმეტეს ჩემი საცოლე ორსულად არის.. აქედან გამომდინარე საშინელი დღეები გამოვიარეთ.
მეორეს მხრივ, ასეთი რამ გაძლიერებს და ახლა უკვე თავს ორივენი კარგად ვგრძნობთ.
მადლობა კონტინასაზე მყოფ ექიმებს, რომლებმაც მშვიდი ატმოსფერო შექმნეს!
ბუნდესლიგის ასეთ სიტუაციაში ყურება უცნაურია.. მაგრამ დისტანცირება გარკვეულ დონეზე კვლავინდებურად მნიშვნელოვანია..
კალჩოს განახლების შემდეგ მატჩების ჩატარების თარიღები ახლო ახლო იქნება.. აქედან გამომდინარე თითოეული მოთამაშე ბოლომდე მზად უნდა იყოს, რომ მაქსიმუმი გაიღოს გუნდის საკეთილდღეოდ.”