ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვილიანი ჩელსისთან არსებულ პრობლემაზე საუბრობს

ვილიანთან დაკავშირებით კვლავინდებურად ბევრი კითხვის ნიშანი სუფევს. 

ბრაზილიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოს ლონდონელებთან კონტრაქტი უმთავრდება..

აქედან გამომდინარე, შემტევი არაერთი კლუბის ინტერესშია მოქცეული და მათ შორის ტურინული გრანდიც შედის.

თავად ვილიანიც არ არის წინააღმდეგი კარიერა აპენინებზე გააგრძელოს.. ტურინს მას დიდი ხანია უკავშირებენ და როგორც ჩანს, ამჯერად ეს ყოველივე უფრო იოლი მოსაგვარებელი იქნება.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან არისტოკრატებთან არსებულ პრობლემაზე ისაუბრა:

“ჩელსისთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მათთან სამ წლიანი კონტრაქტის გაფორმება მინდოდა, მათ კი მხოლოდ ორ სეზონიანი შემომთავაზეს..

იუვენტუსი? ჯერჯერობით ამ თემაზე არ ვფიქრობ.. ეს აგენტთთან ერთად უნდა განვიხილო.. თუმცა, ასეთი დიდი კლუბების ინტერესი, ბუნებრივია სიამაყის საბაბს მაძლევს.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.