ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გასული 24 საათის მნიშვნელოვანი სატრანსფერო ცნობები

გასულმა 24 საათმა სატრანსფერო თვალსაზრისით შედარებით მშვიდ გარემოში ჩაიარა.

თუმცა, ჩვენის მხრივ რამდენიმე შედარებით მნიშვნელოვან ცნობას მაინც შემოგთავაზებთ.

ბრაიან კრისტანტე ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც ფაბიო პარატიჩის წიგნაკში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მითუმეტეს, ერთი შეხედვით ისე ჩანს თითქოს ბიანკონერიმ იტალიურ მოთამაშეებზე გააკეთა აქცენტი..

თუმცა, რომასთან საერთო ენის გამონახვა არცთუ იოლი იქნება, რადგან ახალგაზრდა შუახაზელმა პაულო ფონსეკას დიდი მოწონება დაიმსახურა და მის დათმობას, არც როლანდო მანდრაგორას სანაცვლოდ გეგმავს, რომელსაც იუვე ბარტერის სახით თავაზობდა.

გონსალო იგუაინი ბოლო ერთი თვის ყველაზე ხშირი სტუმარი გახდა სხვადასხვა გამომცემლობის პირველ გვერდზე..

ფეხბურთელს ხან ტოვებენ, ხან უშვებენ.. ხანაც გუნდიდან ისე აგდებენ, რომ კონტრაქტს ვადაზე ადრე უწყვეტენ..

თუმცა, პიპიტა ტურინშია და სეზონის განახლებას ელის..

პარალელურად კი არ წყდება საუბარი მის წასვლაზე.. პრემიერ ლიგის კლუბები და მისი მშობლოური რივერ პლეიტი დიდი სიამოვნებით გაიფორმებდნენ მას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ იუვეს 18 მილიონს გადაუხდიან.

დღეს, ტუტოსპორტმა ფედერიკო ბერნარდესკიზე ისაუბრა..

ფეხბურთელი გონსალოს მსგავსად ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა სატრანსფერო საგაში, თუმცა კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია..

თუ ტურინულ გამომცემლობას დავუჯერებთ, ფედეს არსად წასვლა არ უნდა და მუხლჩაუხრელად ვარჯიშობს..

მისთვის სეზონის დასკვნითი ნაწილი უდაოდ გადამწყვეტი იქნება და თუ ნაყოფიერად გამოიყენებს, მაშინ ბიანკონერის რიგებში დარჩება..

თუ არადა სატრანსფერო ბაზარზე აღმოჩნდება.

ფორვარდებზე ბევრს წერენ.. მითუმეტეს იგუაინი თუ წავიდა, კლუბს ალტერნატივა აუცილებლად დაჭირდება..

არკადიუშ მილიკზე და მაურო იკარდიზე ფაქტიურად ყოველდღიურად ვწერთ..

დიდი ხანია არ შევხებივართ ჰარი კეინს.. თუმცა, როგორც ირკვევა იუვე ჯერ კიდევ განიხილავს მისი დამატების შესაძლებლობას..

მაგრამ კონკურენცია ინგლისელ ფორვარდზე იმდენად დიდია, რომ რამდენად შეძლებს ბრძოლაში ჩართვას რთული საკითხია..

ერთის მხრივ მადრიდის რეალი და მეორეს მხრივ ნიუკასლი რომელიც მანჩესტერ სიტის და პსჟ-ს გზის გავლას ეცდება, საკუთარი ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე – ვყიდულობთ ყველას და ყველაფერს!

რაც უფრო დრო გადის, არტურ მელოს ბიანკონერის რიგებში გადასვლა, სულ უფრო რეალურ სახეს ღებულობს..

აგერ უკვა მამამისმაც დაიწყო იუვენტუსის ქება და განაცხადა, რომ იტალიურ გუნდს არაფერი დაეწუნება და თუ მისი ვაჟი არჩევანს ბიანკონერიზე შეაჩერებს ნამდვილად არ ინანებს..

როგორც ჩანს ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ ბიჭს უჭირს მასთან გამკლავება..

ფაქტია, ბარსა მის გასხვისებას ყველანაირად ცდილობს, რადგან სასწორზე მირალემ პიანიჩის ტრანსფერი დევს..

სანამ მხარეები ასეთ ბრძოლაში იმყოფებიან, მატია დე შილიო პსჟ-ში გადასვლაზე ფიქრობს.. ფეხბურთელს ტურინში კარიერა არადა არ აეწყო.. ამიტომ გადატვირთვას, სწორედ ფრანგულ ლიგა 1-ში ეცდება..

ლუკა პელეგრინი – ახალგაზრდა მარცხენა მცველი, რომელიც ლეონარდო სპინაცოლას ტრანსფერის ნაწილი  გახდა..

შეიძლება თამამად ითქვას, რომ იტალიური საფეხბურთო საზოგადოება მასსზე დიდ იმედებს ამყარებს..

კალიარის მისი კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნება სურს, მაგრამ რამდენად გამოუვა რთული სათქმელია..

ალექს სანდროს გარდა ბიანკონერის ალტერნატივა არ გააჩნია და რაც არ უნდა იყოს, ბიჭის პოტენციალს თავადაც ხედავენ და მოახლოებულ სეზონში შანსის მიცემას გეგმავენ..

და ბოლოს პოლ პოგბა.. შავი მარგალიტი.. სიახლე რომლის თახმადაც თითქოს იუვე მზად იყო ადრიენ რაბიო, აარონ რემზი და დუგლას კოშტა დაეთმო, სრული სიცრუე და სისულელეა!

საქმე იმაშია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი არ გეგმავს ბარტერის სახით ფრანგთან დამშვიდობებას და ერთადერთი გზა მის გასაფორმებლად, არის პირდაპირი სახის ინვესტირება.

იუვემ ეს ძალიან კარგად იცის და აქედან გამომდინარე, არც სამი არც ოთხი და არც მთლიანად Ferrari -ს საჯინიბო არ შეუთავაზებია.. 

ფაბიო პარატიჩის წინ სხვადასხვა ვარიანტია.. არტურ მელო, სანდრო ტონალი, კრისტანტე და ასე შემდეგ.. ამიტომ ახლა გუნდი ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება, რომელ მათგანზე უნდა გაკეთდეს არჩევანი..

ყველას მშვენივრად ესმის, რომ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, თითოეულს გაუჭირდება დიდი ინვესტირება და იუვე გამონაკლისი არ არის..

0
პოგბა, ტონალი თუ არტურ მელო?x
5 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x