ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები (26 მაისი)

ფაბიო პარატიჩი

გასულ დღესთან შედარებით სატრანსფერო სიახლეებმა კიდევ უფრო მშვიდ ტემპში ჩაიარა..

თუმცა, ესპანეთიდან დღის ბოლოს რამდენიმე საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომელიც ისევ და ისევ პიანიჩი-არტურის თემას ეხება..

ბიანკონერი არტურის გარდა ანსუ ფატის ტრანსფერში შესაძლო ჩართვასაც განიხილავს..

ახალგაზრდა მოთამაშეს მაურისიო სარის ტაქტიკურ სქემაში იდეალურად შეუძლია პროდუქტიულად ჩართვა და აქედან გამომდინარე, ბიანკონერი მისი ხილვის წინააღმდეგი ოდნავადაც არ იქნება.

ფაქტია, თავდაპირველი ვარიანტი რიგ პრობლემებს უკავშირდება.. არტური ტურინში გადასვლის სურვილით არ იწვის, მიუხედავად ბარსელონას მხრიდან არსებული ზეწოლის..

თავის მხრივ კატალონიელებსაც ესმით, რომ ასეთი მოქმედებებით საქმე წინ არ მიიწევს.. იუვეც არ იხევს და ბრაზილიელ მოთამაშეზე ეს ზეწოლა შედეგს არ იღებს..

ამიტომ უკვე მიდის საუბარი მათი მხრიდან ალტერნატიულ ვარიანტზე, რომელიც ლიონის ექს მოთამაშე ნაბილ ფექირია.. იგი ახლა ბეტისის რიგებში ირჯება. 

დაველოდოთ და ვნახოთ, საბოლოო ჯამში რომელი მხარე დათმობს პოზიციას.. ამ ეტაპზე ისე ჩანს თუ არტურმა თანხმობა არ მისცა, საქმე არ “დატრიალდება”.

როლანდო მანდრაგორას ფაბიო პარატიჩი დიდი ალბათობით გამოისყიდის..

26 მილიონად იტალიელი შუახაზელი უდინეზედან, ისევ ტურინში დაბრუნდება..

მაგრამ დიდი ხნით? აი ეს ყველაზე სწორი კითხვაა..

ახლა გაჩნდა მოსაზრება, რომ ფეხბურთელით ნაპოლი დაინტერესდა და შესაძლოა ფაბიო პარატიჩიმ ეს შანსი გამოიყენოს..

ყველასთვის ნაცნობია, ტურინელთა ინტერესი არკადიუშ მილიკის მიმართ.. ნაპოლი პოლონელს 50 მილიონად აფასებს და თუ საქმეში მანდრაგორა ჩაერთო, შესაძლოა იუვემ მილიკი ნახევარ ფასში გაიფორმოს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x