ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”11 ფეხბურთელი რომელიც იუვენტუსს დატოვებს”

იტალიური მედიის მტკიცებით, ზაფხულში იუვენტუსი შესაძლოა 11-მა ფეხბურთელმა დატოვოს.

მატია პერინი რომელიც ახლა არენდის წესით ირჯება ჯენოას რიგებში, დიდი ალბათობით გენუელების მხრიდან საბოლოოდ იქნება გამოსყიდული.

დაცვის ხაზში დანიელე რუგანი უკვე დიდი ხანია რაც წასვლის კანდიდატია.. რომა და ლაციო ყველაზე აქტიურ ვარიანტებად სახელდება.. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ნაპოლიც..

მატია დე შილიოს თავისთან ხილვა პსჟ-ს და ბარსელონას სურთ.. შესაძლოა მხარეები გარკვეულ ბარტერზე მორიგდნენ.. ტრანსფერის ინიციატორი კი თავად ფეხბურთელია, რომელსაც ტურინის დატოვებად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ლუკა პელეგრინისთან დაკავშირებით ასევე კითხვებია.. ფეხბურთელი ახლა კალიარიშია არენდით და შესაძლოა, ბიანკონერიმ მარცხენა მცველი ისევ არენდით ოღონდ შედარებით ძლიერ კლუბში გაუშვას გამოცდილების დასაგროვებლად.

კრისტიან რომერო რომელიც იუვემ ჯენოადან შეიძინა, წესით გუნდს ზაფხულში უნდა დამატებოდა, მაგრამ მასსაც ბევრი მსურველი ყავს და ბიანკონერიმ შესაძლოა ისე გაასხვისოს, რომ არგენტინელმა შავ-თეთრი მაისურის მორგება ვერც კი მოასწროს.

ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელის წასვლაზე იწერება ყველაზე ხშირად.. საუბარი ადრიენ რაბიოს და მირალემ პიანიჩს ეხება..

ფრანგის თავისთან ხილვა ინგლისურ გუნდებს სურთ, ხოლო პიანიჩის დამატებას ბარსელონა, პსჟ, ბაიერი და მანჩესტერ იუნაიტედი გეგმავენ..

როლანდო მანდრაგორას იუვენტუსი გამოისყიდის, მაგრამ უკვე არაერთი წყარო წერს, რომ ნახევარმცველი ტურინში მიზერულ დროს დაყოფს და რომელიმე გარიგებაში მიიღებს მონაწილეობას.

თავდასხმის ხაზში გონსალო იგუაინის საკითხია ღიად დარჩენილი.. ნაკლებად მოსალოდნელია რომ ტურინში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს..

დიდი ალბათობით მარკო პიაცაც საბოლოოდ დატოვებს ტურინს.. ხორვატი ახლა არენდით არის ანდერლეხტში და შესაძლოა ბელგიელებმა მისი უფლებები სრულად გამოისყიდონ..

აქვე სტეფან მავიდიდიზე არის ცნობები, რომ მისით ლიგა 1-ს ბინადრები დაინტერესდნენ და კონტრაქტის გაფორმებას ცდილობენ.

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x