ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების მდგომარეობა სისტემატურად მოწმდება

იუვენტუსის ტრიოს საფეხბურთო სამყაროდან ერთ-ერთ პირველებს დაუდასტურდათ COVID-19, თუმცა დღეისათვის დანიელე რუგანი, პაულო დიბალა და ბლეზ მატუიდი სრულად გამოჯანმრთელდნენ და მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშობენ.

მიუხედავად ყველაფერისა, თითოეულ მათგანზე საკმაოდ სერიოზული დაკვირვება გრძელდებოდა, რადგან იყო საშიშროება, რომ ზემოთხსენებული ვირუსი გარკვეულ რესპერატიულ გართულებებს ტოვებდა. 

რუგანი და მატუიდი თავიდანვე მშვენივრად გრძნობდნენ თავს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭვებს არ იწვევს.

პაულო დიბალას კი COVID-19 ყველაზე დიდხანს გაუგრძელდა, რამაც ბუნებრივია სერიოზული დაფიქრების საბაბი მისცა სამედიცინო პერსონალს.

მართლია ლა ჯოია არაფერს უჩიოდა და დღესაც, ბოლომდე იხარჯება მწვანე მინდორზე, თუმცა არგენტინელს ყოველ მეორე დღეს სრული სამედიცინო შემოწმება უტარდება. 

საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს ყველაფერი კარგად ვითარდება.

პარალელურად გუნდი ზედმიწევნით ასრულებს იმ სამედიცინო პროტოკოლს, რომელიც გაწერილი იყო შესაბამისი უწყებებიდან.

სხვათაშორის ანდრეა ანიელი თვლიდა, რომ ჩემპიონატი ივლისის შუა რიცხვებში უნდა განახლებულიყო, თუმცა მის იდეას მხარი ცოტა ადამიანმა დაუკავშირდა.. 

ბიანკონერის პრეზიდენტი თვლიდა, რომ უმჯობესი იქნებოდა კიდევ რამდენიმე კვირით მოთმენა და კერების ბოლომდე ჩაქრობა.

 

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x