ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩელინო:”ტონალი ინტერში? სისულელეა!”

სანდრო ტონალი

დღეს, Sky Sport -თან საუბრისას მასიმო ჩელინომ მკაფიოდ განაცხადა, რომ სანდრო ტონალის თაობაზე გარკვეული არაფერია:

“უქმეებზე წავიკითხე თითქოს ინტერთან კონტრაქტი შეთანხმებულია, რაც იგივეა თითქოს რობერტო ბაჯოს დიდ ფეხბურთში და თან ბრეშაში ვაბრუნებდეთ.

წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოგაქვთ ეს ცნობები..

ერთადერთი რისი დადასტურებაც შემიძლია არის ის, რომ ტონალის თაობაზე ბარსელონასთან და პსჟ-სთან სერიოზული წინადადებები მოვისმინე..

ბარსა კორონავირუსამდე დაახლოებით 75 მილიონს გვთავაზობდა.. დამატებით ორ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელთა ფასი 7.5 მილიონს მაინც შეადგენდა..

თუმცა, სანდრომ უარი განაცხადა ორივე შეთავაზებაზე, რადგან მას იტალიაში სურს დარჩენა..

დიახ, იუვენტუსი და ინტერი ტონალისთვის უფრო მიმზიდველი ვარიანტებია, მაგრამ ამ ეტაპზე არცერთ მათგანთან არ ვაწამოებ მოლაპარაკებებს.. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x