განახლებული ინფორმაცია იუვენტუსის და ჩელსის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე
ჯერ კიდევ გუშინ გახდა ცნობილი, რომ იუვენტუსი და ჩელსი ბარტერზე ფიქრობენ..
დღეს, უკვე არაერთმა წყარომ გაავრცელა ცნობა, რომ მხარეები დადებითად უყურებენ აღნიშნულ გარიგებას.
მაურისიო სარისთვის ჟორჟინიო პრიორიტეტულ ტრანსფერად სახელდება, რომელსაც მირალემ პიანიჩის ადგილზე იდეალურ რეჯისტად ხედავს.
ლონდონელები იტალიელ შუახაზელს 40-50 მილიონად აფასებენ და აქედან გამომდინარე, ეს გარიგება არარეალურად ნამდვილად არ გამოიყურება..
თავის მხრივ ბიანკონერი ფედერიკო ბერნარდესკის ასევე 40 მილიონად აფასებს და კულუარული ცნობებით, ფეხბურთელის ხილვა არისტოკრატებს ნამდვილად სურთ..
უახლოესი რამდენიმე დღე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.. ახლა მთავარია კლუბებმა თავად ფეხბურთელებთან მიაღწიონ შეთანხმებას..
ჟორჟინიოსთან დაკავშირებით პრობლემა არ არის.. მასთან სიტყვიერი შეთანხმება იუვეს მესვეურებს უკვე მიღწეული აქვთ.. მოთამაშეს სარისთან თამაში ძალიან სურს..
ბერნარდესკისთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.. ფეხბურთელმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ მისი ოცნება იუვეში ყოფნა იყო და ასე მარტივად ამ ყოველივეზე უარს არ იტყვის..