ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”პარატიჩის მთავარი სატრანსფერო ოცნება”

ფაბიო პარატიჩი

პოლ პოგბა – აუხდენელ ოცნებად ექცა იუვენტუსის ხელმძღვანელობას მისი დაბრუნება..

თუმცა, Gazzetta -ს მტკიცებით ეს სურვილი ყველას არ აერთიანებს და არიან ისეთებიც, რომლებიც სხვა ფეხბურთელებზე ოცნებობენ..

ამჯერად მილანურმა გამომცემლობამ ფაბიო პარატიჩის ყველაზე სასურველი ტრანსფერი დაასახელა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები რომას ახალგაზრდა მარგალიტი ნიკოლო ძანიოლოა..

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლომ მძიმე ტრავმა მიიღო, მის მიმართ კვლავინდებურად დიდი ინტერესია და იუვენტუსი სიტუაციას დეტალურად აკვირდება.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბიანკონერი ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება მის გაფორმებას და არაა გამორიცხული თანხასთან ერთად, საქმეში რომელიმე ფეხბურთელიც ჩაერთოს..

ძანიოლო პარატიჩის პირადი ფავორიტია და ამ ეტაპზე ორი იუვენტინოს გვარი სახელდება, რომლებმაც შეიძლება გარიგებაში მონაწილეობა მიიღონ..

დანიელე რუგანი და კრისტიან რომერო.. ეს უკანასკნელი დღეისათვის ჯენოას რიგებში ირჯება, თუმცა სეზონის დასრულებისთანავე კარიერას ბიანკონერის რიგებში გააგრძელებს..

შესაძლოა, სწორედ რომერო გახდეს საკვანძო ფიგურა, რადგან დედაქალაქელებს ძალიან მოწონთ იგი და მზად არიან მოლაპარაკებების გასამართათ..

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x