ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Mundo:”დემბელე იუვენტუსის წინადადებას დათანხმდა”

Mundo-ს მტკიცებით არტურის შემდეგ საქმე უსმან დემბელეზე მიდგა და მას განსხვავებული პოზიცია გააჩნია.

გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით, იუვენტუსი განაგრძობს კატალონიელ მოთამაშეებზე დაკვირვებას და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ესპანელებს მირალემ პიანიჩთან ყველაფერი შეთანხმებული აქვთ, თავადაც სურთ სარგებლის მიღება.

ჯერჯერობით იტალიელთა მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები ბარსელონასთვის მიუღებელი ჩანდა.. ისევე როგორც საპირისპირო შეთავაზებები, რომლებიც გულისხმობდნენ საქმეში ნელსონ სემედუს, არტურო ვიდალის ან ივან რაკიტიჩის ჩართულობას.

თუმცა, როგორც ირკვევა ახლა ჯერი დემბელეზე მიდგა და პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, ფეხბურთელმა ტურინელთა რიგებში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ახლა უკვე ჯერი კლუბებზეა.. მათ ფინანსურ ასპექტებზე მოუწევთ შეთანხმება.. იტალიელებმა უნდა გაიგონ თუ რამდენად აფასებენ კატალონიელები ფლანგელ შემტევს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x