ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბრიციო რომანო იუვენტუსის სატრანსფერო პოლიტიკაზე

Sky Sport -ს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო CalcioMercato -ს კითხვებს პასუხობდა იუვენტუსის სატრანსფერო სამიზნეებთან დაკავშირებით:

სანდრო ტონალისთან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილი ნამდვილად არ არის..

მართალია რამდენიმე დღის მანძილზე ფეხბურთელი არჩევანს ინტერზე აკეთებდა, თუმცა თავად კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის..

მასიმო ჩელინოს არ აკმაყოფილებს ბეპე მაროტას წინადადება.

გაეტანო კასტროვილი კვლავინდებურად რჩება როგორც იუვესი ასევე ინტერის სამიზნე, მაგრამ თუ რაიმე ფანტასტიკა არ მოხდა როკო კომისო მის ფიორენტინაში შენარჩუნებას მოახერხებს.

ბევრი საუბრობს თითქოს იუვე პოლ პოგბას მომავალ სეზონში 0 ევროდ გაიფორმებს, რაც წარმოუდგენელია.. მანჩესტერ იუნაიტედი ფრანგს, მეორედ ასე აღარ დაკარგავს..

დიახ, რჩება იუვე ბრძოლაში, მაგრამ აქ საქმე გაცილებით რთულად არის ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

კაიო ჰორჰესთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.. იუვე დაინტერესდა სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდით და დიალოგიც გამართა, თუმცა ჯერ მეტი პროგრესი არ შეინიშნება.

მარკუს ტურამი ბიანკონერისთვის პირველი არჩევანი არ არის.. იგი ჯერჯერობით სამიზნეებს შორის რჩება.. საერთოდაც, მიმაჩნია რომ ასეთ დონეზე სათამაშოდ გამოცდილების დაგროვება ჭირდება.

პაულო დიბალას კონტრაქტის საკითხი მხოლოდ დროის თემაა.. არგენტინელთან ყველაფერი შეთანხმებულია და საჭირო დროს, მხარეების შეთანხმებას გაახანგრძლივებენ.

ნიკოლო ძანიოლო თვეების მანძილზე იყო ტურინელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე.. მასსზე დაკვირვება ახლაც გრძელდება და შეიძლება ითქვას, ტონალისთან ერთად პრიორიტეტულ პოზიციაზე იმყოფება.

იუვენტუსი და ჩელსი ერთმანეთთან არაერთ ფეხბურთელზე საუბრობენ, მაგრამ ჟორჟინიოს გაფორმება იოლი არ იქნება.

პედრო? დღეისათვის რომასთან უფრო ახლოს არის ვიდრე იუვესთან..”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x