ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ტურინი და რომა 8 ფეხბურთელზე საუბრობენ”

ფაბიო პარატიჩი

სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის მტკიცებით, იუვენტუსის და რომას მესვეურები არაერთ ფეხბურთელზე მსჯელობენ.

Gazzetta -მ მთელი სია ჩამოწერა მოთამაშეების, რომელიც კლუბების ინტერესთა სფეროშია მოქცეული..

მაგალითად რომაელები ბიანკონერის შემდეგი ფეხბურთელების თაობაზე აწარმოებენ დაკვირვებას:

როლანდო მანდრაგორა, კრისტიან რომერო, ფედერიკო ბერნარდესკი და დანიელე რუგანი..

თავის მხრივ არც ტურინელთა ინტერესია პატარა: ჯასტინ კლიუვერტი, ჩენგიზ უნდერი, ბრაიან კრისტანტე და ნიკოლო ძანიოლო..

ფაბიო პარატიჩის ყველაზე მეტად ბუნებრივია ძანიოლო უნდა და მის სანაცვლოდ დედაქალაქელებს ერთბაშად ბერნარდესკი და რუგანი შეთავაზა, თუმცა მგლები ნიკოლოს მხოლოდ თანხის სანაცვლოდ შეელევიან.

ჯალოროსი ნიჭიერ იტალიელს 60 მილიონად აფასებს და ფასის დაწევას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი.

დანარჩენ მოთამაშეებთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო იოლად გამოიყურება..

იუვე და რომა რომერო-უნდერს ფაქტიურად ინდენტურად – 30 მილიონად აფასებს..

კრისტანტეს და მანდრაგორას შემთხვევაშიც ციფრები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება..

ასე რომ, თუ ძანიოლო არა შესაძლოა ტურინსა და რომს შორის გარკვეულ მოთამაშეებზე შეთანხმება მართლაც შედგეს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x