ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა ხდება დიბალას კონტრაქტზე? დეტალური ცნობები

გუშინ, მედიაში გამოქვეყნდა პაულო დიბალას ინტერვიუ სადაც ფეხბურთელი ადასტურებდა, რომ კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურს, თუმცა ყველაფერი მასსზე დამოკიდებული არ იყო:

“გადაწყვეტილი არაფერია, რადგან ამ თემაზე კლუბის მხრიდან არავისთან მისაუბრია.

მესმის, რომ ახლა მძიმე სიტუაციაა და კლუბს პრობლემები ისედაც ყოფნის, თუმცა სხვებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივება მოხდა და საინტერესოა რა იქნება ჩემთან მიმართებაში.

იუვენტუსი უდიდესი ისტორიის მატარებელი კლუბია.. ხალხს აქ ძალიან ვუყვარვარ და თავადაც ანალოგიური გრძნობა გამაჩნია..

პრეზიდენტთან ასევე იდეალური ურთიერთობა გვაქვს და მასთან ერთ დღეს მოლაპარაკებების მაგიდას აუცილებლად მივუსხდებით.. ან შესაძლოა ეს არც მოხდეს, რადგან გადაწყვეტილება სწორედ კლუბმა უნდა მიიღოს..”

როგორც ირკვევა იუვე არ აპირებს ფეხბურთელის ხელიდან გაშვებას.. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს დიბალას მხრიდან მოთხოვნილი პირობები აფერხებს..

არგენტინელს წლიური გასამრჯელოს სახით 15 მილიონის მიღება წყურია და შეთანხმება დიდი ალბათობით 12 მილიონზე შედგება..

შესაბამისად, კრიშტიანო რონალდუ რომ გვერდით გადავდოთ, არგენტინელი სერია ა-ს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება..

კლუბს დიბალასთან დაკავშირებით ახალი პროექტი აქვს მომზადებული და მის სახეს კომერციული თვალსაზრისით უფრო მასშტაბურად გამოიყენებს.. ეს იქნება გარკვეულწილად ალესანდრო დელ პიეროს პროექტის ანალოგი რომელიც შორეულ 90-იანების ბოლოს კლუბის მხრიდან იყო წარმოებული.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x