ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”რომა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია”

ფაბიო პარატიჩი

პანდემია საშიში არამარტო ჯანმრთელობის თვალსაზრისით არის, არამედ ეკონომიკური კრიზისის კუთხითაც.

ცოტაა ალბათ ისეთი სფერო, რომელსაც ეს სიტუცია ნეგატიურად არ შეხებია..

ფეხბურთი რომ გამონაკლისი არ არის ყველასათვის ცხადია.. 

რომა მაგალითად იმდენად ცუდ სიტუაციაშია, რომ კულუარული ცნობებით სულ მალე ფეხბურთელების გაყიდვას შეუდგება..

ჯეიმს პალოტას კლუბი ახლა გადარჩენისთვის ბრძოლას დაიწყებს, რადგან რომაელთა დანაკარგი დღევანდელი მდგომარეობით 100 მილიონს გადაცდა, ხოლო კლუბს აქამდე ისედაც 300 მილიონამდე დავალიანება ქონდა. 

აქედან გამომდინარე, იუვენტუსი სიტუაციით სარგებლობას და ნიკოლო ძანიოლოს ხელში ჩაგდებას გეგმავდა..

სანაცვლოდ მზად იყო ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან ერთი ან ერთბაშად ორი ფეხბურთელი საქმეში ჩაერთო:

როლანდო მანდრაგორა, კრისტიან რომერო, დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი..

თუმცა, მგლებმა გაუძლეს და უარი განაცხადეს. მათ ნიკოლოს გასხვისება საერთოდ არ უნდათ, მაგრამ სიტუაცია მათ მხარეს არ არის.. აქედან გამომდინარე, ბოლომდე ეცდებიან მიზნის მიღწევას, რომელიც გულისხმობს 60 მილიონის მიღებას..

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათი ეს გეგმა რეალური გახდეს.. რაც დრო გადის პრობლემები მატულობს და აქედან გამომდინარე, შესაძლოა უახლოეს პერიოდი ფაბიო პარატიჩისთვის გადამწყვეტი გამოდგეს..

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x