ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ

გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთი იტალიაშიც ბრუნდება და უკვე ხვალ, 12 ივნისს ერთმანეთს იუვენტუსი და მილანი ტურინში ალიანც არენაზე დაუპირისპირდებიან.

იტალიის თასის 1/2 ფინალური ეტაპი პანდემიის გამოცხადებამდე გაიმართა და მაშინ მილანში, ამ ორ გუნდს შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

სხვადასხვა გავლენიანმა წყაროებმა უკვე გამოაქვეყნეს ტურინელთა საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

ბიანკონერი 4-3-3 მოდულით იასპარეზებენ, რომელიც მაურისიო სარის მოსვლის შემდეგ ყველაზე ხშირად გამოიყენება.

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს. დაცვის ფლანგებზე ხუან კუადრადო და ალექს სანდრო იასპარეზებენ.. ცენტრალურ დუეტს კი ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი შეადგენენ.

ნახევარდაცვაში მირალემ პიანიჩის ნაცვლად, რომელსაც ბოლო პერიოდში ხან ბარსელონაში ხან პსჟ-ში აგზავნიდნენ – როდრიგო ბენტანკური მოიაზრება..

შუახაზში ურუგვაელთან ერთად დიდი ალბათობით სამი ხედირა და ბლეზ მატუიდი იქნებიან. ორივე მათგანი საწვრთნელი სესიის დროს კარგ შედეგს აჩვენებს ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით.

შეტევაში სარის მაინც და მაინც დიდი არჩევანი არა აქვს.. გონსალო იგუაინი ტრავმირებულია და ასეთ შემთხვევაში ცენტრ ფორვარდზე კრიშტიანო რონალდუმ უნდა იასპარეზოს..

თუმცა, არაა გამორიცხული ცრუ ცხრიანზე პაულო დიბალა ვიხილოთ.. ყოველ შემთხვევაში ეს ორი 100%-ით დაიწყებს თამაშს, ხოლო მესამე შემტევი ამ ეტაპზე დუგლას კოშტა მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს 5-5 შეცვლის განხორციელების უფლება ექნებათ.

მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ პირდაპირი ტრანსლაციის ბმულს.

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x